December 4, 2024

"აქციების დაწყების დღიდან სასწრაფო მუხლჩაუხრელად შრომობს, რათა ყველასთვის უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება"

 

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ამ დღეების განმავლობაში უკლებლივ ყველა დაშავებული ადგილზე იღებს სამედიცინო მომსახურებას, ისინი კი, ვისაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებს შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთ.

ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სასწრაფო დახმარების მანქანების განაწილების პრინციპზეც. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შესაბამისი სამსახური გადაწყვეტილებას კონკრეტულ მომენტში ადგილზე არსებული ვითარებისა და საჭიროების მიხედვით იღებს.

„ასე ნაწილდება სად, რომელ ლოკაციაზე, რამდენი ჯგუფი განთავსდეს, როგორ ჩანაცვლდეს, როგორი იყოს მათი მოძრაობის მარშრუტები, რომელ კლინიკასთან ჰქონდეთ კომუნიკაცია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იგეგმება ოპერატიულად. ამ დღეების განმავლობაში, ყოველ ჯერზე, როდესაც ამის საჭიროება დამდგარა, სათანადოზე მეტი რაოდენობის სასწრაფოს ჯგუფები იყო მობილიზებული, რომ სადმე დეფიციტი არ შექმნილიყო. შესაბამისად, უკლებლივ ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება – ავტომობილები მობილიზებულია ისეთ ქუჩებზე, საიდანაც შესაძლებელია ძირითად მაგისტრალზე გადაადგილება, მაგალითად, განთავსებულია ლაღიძის ან ჭანტურიას ქუჩების კუთხეში და ა.შ.“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

წაკითხვა 42 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 03 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.