November 23, 2024

ჯანმო-მ COVID-19-ის წარმოშობაზე ანგარიშის სრული ვერსია გამოაქვეყნა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა COVID-19-ის ლაბორატორიული გაჟონვის ვერსიის გამოძიებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ამაში სპეციალური ექსპერტების მისიებიც უნდა ჩაერთონ.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს ორგანიზაციის ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის ანგარიშის სრული ვერსია გამოაქვეყნა, რომელიც ჩინეთში, ვუჰანში ვიზიტის შედეგად დაიწერა. მისიის მიზანი კორონავირუსის წარმოშობის დადგენა იყო. ამასთან, ანგარიშში აღინიშნა, რომ "COVID-19–ის ლაბორატორიიდან გაჟონვა ნაკლებად სავარაუდოა".

 

"ჯგუფი ასევე ვუჰანის რამდენიმე ლაბორატორიას ეწვია და განიხილა იმის ალბათობა, რომ ვირუსი ლაბორატორიული ინციდენტის შედეგად მოხვდა ადამიანის პოპულაციაში. თუმცა, არ ვთვლი, რომ ეს შეფასება საკმარისად ვრცელი იყო. უფრო საიმედო დასკვნების მისაღებად დამატებითი მონაცემები და კვლევები იქნება საჭირო", - განაცხადა გებრეისუსმა.

 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯფუფმა დაასკვნა, რომ ლაბორატორიული გაჟონვა ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ჰიპოთეზაა, ის შემდგომ გამოძიებას საჭიროებს.

 

"შესაძლოა, მასში დამატებითი მისიები მონაწილეობდნენ, რომლებიც სპეციალური ექსპერტებით იქნება დაკომპლექტებული. მე მათი ფორმირებისთვის მზად ვარ”, - დასძინა მან.

 

ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ორგანიზაციის სპეციალისტებმა ვირუსის წყარო ვერ იპოვეს და ძიების პროცესის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

 

"ვირუსის წარმოშობის აღმოჩენას დრო სჭირდება, და ჩვენი ვალია მსოფლიოს წინაშე, რომ ვიპოვოთ წყარო, რათა კოლექტიურად მივიღოთ ზომები ვირუსის განმეორების რისკის შესამცირებლად. არც ერთ კვლევით მოგზაურობას არ შეუძლია, ყველა კითხვაზე გასცეს პასუხი", - განაცხადა გებრეისუსმა.

 

30 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ვუჰანში სპეციალისტების მოგზაურობის შედეგებს ასახავს. მისიის მიზანი კორონავირუსის წარმოშობის დადგენა იყო.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ექსპერტებმა ვირუსის წარმოშობის შესახებ ერთმნიშვნელოვანი დასკვნა ვერ მიიღეს.

 

ორგანიზაციის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ინფექციის წარმოშობის ლაბორატორიული ვერსია ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. მათი აზრით, ყველაზე სავარაუდოა ვირუსის გადადება ადამიანებზე "შუალედური მატარებლის" საშუალებით.

 

COVID-19 პირველი მატარებლები, სავარაუდოდ, ღამურები იყვნენ; მოგვიანებით, ვირუსს სხვა ცხოველების სხეულში მუტაცია შეეძლო.

 

კორონავირუსის "შუალედური მატარებელი" შეიძლება იყვნენ წაულები, პანგოლინები, კურდღლები, ენოტისებრი ძაღლები, შინაური კატები, კვერნები და მაჩვები.

 

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ვუჰანში კორონავირუსის გაჩენა, შესაძლოა, გაყინული პროდუქტების მოწოდების გზითაც მომხდარიყო.

 

ექსპერტებმა ვერ დაადგინეს, რა პერიოდში დაიწყეს ადამიანებმა კორონავირუსით ინფიცირება. მოხსენების ავტორების აზრით, შესაძლოა, საუბარი იყოს დროის ინტერვალზე, 2019 წლის ნოემბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის დასაწყისამდე.

 

ექსპერტებმა ასევე მიაქციეს ყურადღება იმ ფაქტს რომ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება ზოგიერთ ქვეყანაში უფრო ადრე იქნა გამოვლენილი, ვიდრე ვუჰანში.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფი 14 იანვრიდან თითქმის ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ჩინეთში დაჩინელ ექსპერტებთან COVID-19 წარმოშობის დადგენის მიზნით ერთობლივი კვლევა ჩაატარა. ჯანმო-ს ექსპერტები ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ეწვივნენ, მათ შორის ძალიან იზოლირებულ BSL-4 ლაბორატორიას, რომელსაც უკავშირდება ხმები ვირუსის სავარაუდო გაჟონვისა და COVID-19- ის შესაძლო ხელოვნური წარმოშობის შესახებ, ასევე მოინაწულეს საავადმყოფო, „ჰუანანის“ ზღვის პროდუქტების ბაზარი, ასევე დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი.

წაკითხვა 465 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.