November 22, 2024

რას უნდა ველოდოთ, თუ წლის ბოლომდე ვაქცინაცია 60%-ს ვერ მიაღწევს

“ვაქცინაციის ტემპის კლება გამოიწვევს ეპიდემიის მე-5 ტალღის მძიმედ წარმართვას - ამის შესახებ “რეზონანსთან” ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს და აცხადებს, რომ საზოგადოების ვაქცინაციის სარგებლიანობაში დასარწმუნებლად ჯანდაცვისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა აქტიური მუშაობაა აუცილებელი.

“ბევრი სხვადასხვა ქვეყნების მაგალითი გვაქვს იმისთვის, რომ დავინახოთ, როგორ ამცირებს ვაქცინაცია სიკვდილიანობასა და დაავადების მძიმე მიმდინარეობას, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რატომ დაეცა ვაქცინაციის მაჩვენებელი, რაც სამწუხარო რეალობაა. სასურველია წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% მაინც იყოს სრულად ვაქცინირებული. თუ ამ მაჩვენებლის მიღებას ვერ შევძლებთ, ეს გამოიწვევს მე-5 ტალღის მძიმედ წარმართვას. ვაქცინაცია სწორედ იმიტომ იყო საჭირო, რომ მე-5 ტალღა აგვეცილებინა თავიდან. აუცილებლად უნდა გააქტიურდნენ ჯანდაცვის ექსპერტები, ინფექციონისტები და მთავრობის წარმომადგენლები, რათა მოსახლეობამდე კიდევ ერთხელ მივიტანოთ თუ რა სარგებელი აქვს ვაქცინაციის პროცესს”, - განაცხადა გოგინავამ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას უნდა ველოდოთ, თუ წლის ბოლომდე ვაქცინაცია 60%-ს ვერ მიაღწევს - ინტერვიუ ინფექციონისტთან.

 

“ვაქცინაციაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც, მისი თქმით, ვაქცინაციის ტემპის დაწევის მოლოდინი არსებობდა, რის გამოც, ამ მიმართულებით პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა. “მოლოდინი, რომ ამ პერიოდისთვის ვაქცინაციის ტემპი შედარებით დაიკლებდა, გვქონდა. ამასთან მიმართებაში გვაქვს კომუნიკაცია პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან, რომლებმაც უნდა აწარმოონ არამხოლოდ კომუნიკაცია, არამედ ახსნა-განმარტება და საინფორმაციო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ვაქცინაციის ტემპს. გვქონდა არაერთი შეხვედრა რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან, რომლებსაც გაცემული აქვთ დავალებები და მითითებები, თუ როგორი უნდა იყოს მათი კომუნიკაცია მოსახლეობასთან”, - ამბობს ტიკარაძე, რომლის თქმით, "სამინისტროს ასევე აქვს ზუსტი ხედვა თუ რომელ რეგიონში და რომელ უბანზე არის დაბალი აქტივობა, რითიც ხელმძღვანელობენ პირველადი ჯანდაცვის ექიმები", - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ასევე, 60 წელზე ზევით მოსახლეობის მცირე ნაწილი არის ვაქცინირებული. ჩვენთვის კრიტიკულია სწორედ ამ ასაკის მოსახლეობის აცრა, ვინაიდან მათი ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაციაში მოთავსება და ლეტალობა არის ძალიან მაღალი. თუ არ მოხდა ამ ჯგუფის მაქსიმალური მოცვა, შემდგომი ტალღის დროს გვექნება გადატვირთული ჰოსპიტალიზაცია და ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი. დღესდღეობით 60 წელზე ზევით მოსახლეობაში ვაქცინაციის მაჩვენებელია 21%-ია, რაც ძალიან დაბალია. პირველადი ჯანდაცვის ექიმების აქტივობა არის სწორედ ამ ჯგუფზე მოთხოვნილი”, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. აღსანიშნავია, რომ მინისტრის განცხადებით სავალდებულო ვაქცინაციაზე გადასვლა არ იგეგმება, ვინაიდან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იყოს გამოყენებული საკონსულტაციო რესურსი”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ამ ეტაპისთვის, სავალდებულო ვაქცინაციაზე არ გვაქვს მსჯელობა, ვინაიდან მნიშვნელოვანია ოპტიმალურად იყოს გამოყენებული ის საკონსულტაციო რესურსი, რომელიც გაგვაჩნია. ყველამ ვიცით, რომ ვაქცინაციის კამპანიას არაერთი დადებითი და უარყოფითი შეფასება მოჰყვა, თუმცა ყველა გადადგმული ნაბიჯისას ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა კომუნიკაცია არაერთ საერთაშორისო პარტნიორთან და სწორედ მათი ინტენსიური ჩართულობით იგეგმებოდა ეს კამპანია”, - განმარტა მინისტრმა”, - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 366 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.