საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1250-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 10-ით გაიზარდა და 1010-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში 7068 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 242.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
სიახლეები
- ქათამი სოკოს სოუსით
- 7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- რა იქნება სავალდებულო სკოლებში სექტემბრიდან
- “არცერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული საქართველოს და მისი ხალხის ინტერესების საზიანოდ; ეს ქვეყანა არის ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის და არავის მივცემთ უფლებას, გვმართოს ან დაგვიმონოს” - კახა კალაძე
- შსს-მ თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა