„ევროვიზია 2025“-ზე საქართველოს მარიამ შენგელია წარადგენს
„ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსზე წელს საქართველოს 22 წლის მარიამ შენგელია წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
სიმღერა Freedom (თავისუფლება) ქეთი გაბისიანმა დაწერა, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის.
მარიამ შენგელია პირველი არხის ორი პროექტის – „საქართველოს ვარსკვლავის“ და „ვოისის“ მონაწილეა.
ევროვიზია 2025 შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13, 15 და 17 მაისს გაიმართება. საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია ევროპის წინაშე 15 მაისს, მეორე ნახევარფინალში წარდგება.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან
- "როგორია მთავრობის პოზიცია ზახაროვას განცხადებასთან დაკავშირებით?" - გიორგი გახარია
- "პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე" - მიხეილ სააკაშვილი
- ქუთაისში სროლა იყო, დაჭრილია ერთი პირი
- იყო თუ არა პრეზიდენტი ტრამპი მთავარი სამიზნე - ვაშინგტონში მომხდარი სროლის დეტალები
