კორონავირუსის 25 შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა
კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.
ამის შესახებ მხარის რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ვირუსით დაინფიცირებული პირი მესტიაში ერთ-ერთ ოჯახში იმყოფებოდა სტუმრად და ვირუსი სავარაუდოდ, მისგან გადაედოთ.
„მესტიის მუნიციპალიტეტში იკვეთება ერთი ოჯახი, რომელსაც ჰყავდა სტუმარი და სავარაუდოდ, ვირუსი გადაედოთ მისგან, ვირუსი გადაედოთ ამ ოჯახის კონტაქტებს, საუბარია სულ 17 დადასტურებულ შემთხვევაზე, აქედან მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი არის 7. პაციენტები მოთავსებულები არიან თბილისისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში, ნაწილის გადმოყვანა მიმდინარეობს ახლა და ისინი მოთავსდებიან როგორც ზუგდიდის ასევე სხვა კლინიკებში. მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ლაბორატორიული კვლევა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის 5 ბრიგადა დღეს მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს სოფელში და აიღებს ყველა მცხოვრებისთვის ბიოლოგიურ მასალას",- განაცხადა ნინო ვიბლიანმა.
სიახლეები
- პროკურატურის ცნობით, დააკავეს ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, რომლის ბინიდანაც $1,319,300 ამოიღეს
- ბოდბელი ეპისკოპოსი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
- “მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბადის ბომბის ქანდაკებაა?” - გიორგი ხაინდრავა
- სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტთან სროლა ტერაქტად შეაფასა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ოქტომბრისთვის