კორონავირუსთან დაკავშირებით სვანეთში შეზღუდვები ამოქმედდება
სვანეთში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის სხვა რეგიონებში რეგულაციების გამკაცრების საფუძველი ამ ეტაპზე არ არის.
"რეგულაციები ამ მომენტისთვის ამოქმედდება სვანეთში. დანარჩენი რიცხვების ჩაშლის შედეგად ჩვენ არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ დამატებით ზომები გამკაცრდეს ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ გვექნება კვლავ მიზნობრივი ტესტირება, უფრო მეტად გაფართოვებული და მივყვებით იმ სტარტეგიულ გეგმას, რომელიც ჩვენ აქამდე გვქონდა დასახული" - განაცხადა ტიკარაძემ.
ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შემთვევებთან დაკავშირებით კონკრეტული ღონისძიებების შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
„გადაუდებელი დახმარების სამსახური და ეპიდემილოგიური სამსახური მობილიზებულია სრულად, ადგილზე იმყოფება უკვე 5 ბრიგადა, რომელიც კვლევებს დეტალურად აწარმოებს. ამ შეხვედრის შემდეგ მაქვს კონკრეტული შეხვედრა საბჭოში და საბჭოში მივიღებთ გადაწყვეტილებას დამატებითი ქმედების შესახებ, თუ რა ღონისძიებებს გავატარებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.
სიახლეები
- ქათამი სოკოს სოუსით
- 7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- რა იქნება სავალდებულო სკოლებში სექტემბრიდან
- “არცერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული საქართველოს და მისი ხალხის ინტერესების საზიანოდ; ეს ქვეყანა არის ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის და არავის მივცემთ უფლებას, გვმართოს ან დაგვიმონოს” - კახა კალაძე
- შსს-მ თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა