ქობულეთში კაფეს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ქობულეთში კაფე "ჰავანას" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
პაატა იმნაძის ინფორმაციით, ინფიცირებულია ქალი, ქობულეთში სამუშაოდ, თბილისიდან იყო ჩასული. მისივე თქმით, ყველა თანამშრომელი იზოლაციაში გადავიდა.
“დაფიქსირდა ჩვენთვის არასასიამოვნო ფაქტი – ინფიცირების შემთხვევა ქობულეთში. ქალბატონი თბილისიდან არის ქობულეთში ჩასული. არის ასეთი კაფე “ჰავანა” ქობულეთში, სადაც ინფიცირებული მუშაობდა. უკვე ყველა ადამიანი, ვინც იქ მუშაობდა იზოლაციაშია გადაყვანილი. მაგრამ, 9,10, და 11 აგვისტოს ვინც იმყოფებოდა ამ კაფეში მინდა გავაფრთხილოთ, რომ ფრთხილად იყვნენ. და თუ ოდნავ მაინც რაიმე სიმპტომი ექნებათ მიმართონ კლინიკას”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
სიახლეები
- პროკურატურის ცნობით, დააკავეს ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, რომლის ბინიდანაც $1,319,300 ამოიღეს
- ბოდბელი ეპისკოპოსი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
- “მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბადის ბომბის ქანდაკებაა?” - გიორგი ხაინდრავა
- სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტთან სროლა ტერაქტად შეაფასა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ოქტომბრისთვის