"კორონა გრძელდება, კორონა არის ყველგან" - იმნაძე
ამას მეორე ტალღას დავარქმევთ თუ პირველ ნახევარს, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის, რომ კორონა გრძელდება – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტების კითხვას, დაიწყო თუ არა ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა.
მან მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ჩვენ პირველი ტალღაც არ გვქონია ისეთი, როგორიც ქვეყნების უმრავლესობას ჰქონდა. ამიტომ ამას მეორე ტალღას დავარქმევთ თუ პირველ ნახევარს, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის, რომ კორონა გრძელდება. როგორც ვხედავთ გეოგრაფიულად, თბილისის, სვანეთი, ყაზბეგი, ქობულეთი, კორონა არის ყველგან. ამიტომ ყველგან არის ერთადერთი თხოვნა, მოთხოვნა, წესი: ნიღაბი დახურულ სივრცეში, დისტანციის მაქსიმალურად დაცვა, თუ ღია სივრცეში არ შეგვიძლია დისტანციის დაცვა, იქაც გამოვიყენოთ ნიღაბი. კორონა ასე თითოოროლა მაინც იქნება, მაგრამ თუ ამას არ დავიცავთ, ინფიცირების შემთხვევები იქნება ბევრი“, – განაცხადა იმნაძემ.
სიახლეები
- გიგა ბოკერია წულუკიანის კომისიაზე მისვლას არ აპირებს
- “ბოკერია, რამიშვილი, კანდელაკი, თაქთაქიშვილი... სანამ დავიბარებთ, თავად მობრძანდნენ” - წულუკიანი კომისიაზე
- მასკი ტრამპის დიდ საგადასახადო შეღავათებს „ამაზრზენ საზიზღრობას“ უწოდებს
- “დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ვითარება შეიცვლება და ევროკავშირი იმ სტანდარტს დაუბრუნდება, რასაც ევროპული სტანდარტი ჰქვია” - გიორგი ვოლსკი შალვა პაპუაშვილის წერილზე
- “ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილური დონის შენარჩუნება და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა – ამ კუთხით სავალუტო ფონდისგან საკმაოდ დადებითი შეფასებები მივიღეთ” - ნათია თურნავა