"არის შემთხვევები, სადაც ინფიცირებულის წყაროზე ვერ გავდივართ" - გამყრელიძე
"აჭარაში გვაქვს შემთხვევები, სადაც ინფიცირებულის პირველწყაროზე ვერ გავდივართ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძ$ღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით COVID19-ის გავრცელების 60% აჭარაზე მოდის, სადაც კოვიდინფიცირებულთა მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო 9-10 სექტემბერს.
„იმ დღეებში გვქონდა 150-160% -იანი ზრდა ყოველდღე. დღეს ეს ტენდენცია ოდნავ შემცირებულია არის 110-111 %. ეს მიმანიშნებელია რომ ზრდის ტემპი შემცირდა, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველი არაა“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
სიახლეები
- პროკურატურის ცნობით, დააკავეს ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, რომლის ბინიდანაც $1,319,300 ამოიღეს
- ბოდბელი ეპისკოპოსი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
- “მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბადის ბომბის ქანდაკებაა?” - გიორგი ხაინდრავა
- სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტთან სროლა ტერაქტად შეაფასა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ოქტომბრისთვის