ქართული ღვინო ტოკიოს მეტროში - როგორ ეცნობიან იაპონელები ქართულ კულტურასა და სამზარეულოს?
ყველა, ვინც ტოკიოს მეტროსადგურში Tennozu Isle ჩადის, უნებურად ქართული ღვინის შესახებ იგებს.
ეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწყებული სარეკლამო კამპანიის დამსახურებაა, რომელიც ტოკიოში 10 მარტიდან აქტიურად მიმდინარეობს.
ტოკიოს მეტროსადგურ Tennozu Isle-ს გზა კი ქართული ღვინის გამოფენამდე მიდის, ხოლო ვინც გზას მიჰყვება, ჩვენი უძველესი, ტრადიციული ტრადიციული წესით დაწურული საუკეთესო ღვინის ფართო ასორტიმენტამდე მივა. უფრო კონკრეტულად კი მეტროსადგური საგამოფენო ცენტრთან Terrada Warehouse მისასვლელს წარმოადგენს, სადაც გამოფენა „საქართველო - ღვინის სამშობლო“ 10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება.
სადგური კუნძულზე მდებარეობს და ერთმანეთთან სხვა კუნძულების დაკავშირების მიზნითაა შექმნილი, შესაბამისად, მგზავრთა ნაკადი დიდია და სავარაუდოდ, ქართული ღვინის შესახებ დღეში საშუალოდ, 50 ათასი ადამიანი მაინც იღებს ინფორმაციას.
ეს ყველაფერი არ არის: ტოკიოს კიდევ ოთხ უმსხვილეს მეტროსადგურში Shonjuku, Ropongi, Ebisu და Meiji Jingumae განთავდა სარეკლამო ბანერები, საინფორმაციო-სარეკლამო პოსტერები და საინფორმაციო ბროშურები წარწერით - „საქართველო ღვინის სამშობლო“, რომლებიც დაინტერესებულ პირებს საქართველოსა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ ინფრმაციას აწვდიან.
საფრანგეთის, კერძოდ კი ბორდოს შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური კამპანიაა, რაც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ჩვენი ღვინისა და ქართული კულტურის შესახებ დაიწყო.ტოკიოში მინდინარე გამოფენა „საქართველო - ღვინის სამშობლო“ დატვირთულია სხვადასხვა ღონისძიებით, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხით წარმოჩენას ემსახურება. 12 აპრილს იაპონიის დედაქალაქში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას იაპონური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ულამაზესი ბუნებით, ღვინი დაყენების უძველესი ტრადიციითა და კულტურით მოხიბლულები დარჩნენ.
სტუმრებს ქართული ღვინის, ისტორიის, კულტურისა და გასტრონომიის შესახებ ინფორმაცია იაპონიაში საართველოს საელჩოს წარმომადგენელმა დავით გოგინაიშვილმა მიაწოდა. მან დეტალურად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის მთავარი ღირებულებების შესახებ და იაპონელ სტუმრებს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა.
რაც შეეხება ღონისძიების მონაწილეებს, მას ესწრებოდნენ შემდეგი კომპანიების წარმომადგენლები: Intourist Japan, Toyota tsusho corporation, Turkish Air &Travel, Latera International, Europe Express და სხვა ცნობილი და წარმატებული ორგანიზაციების თანამშრომლები.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ქართული და იაპონური მხარეების წარმომადგენლებს შორის შეხვედრები გაიმართა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის საკითხები დაიგეგმა. შესაბამისად, ორი უძველესი კულტურა ღრმა ეკონომიკურ ურთიერთობებს იწყებს, რომელიც საქართველოში როგორც ტურისტები შემოდინებას, ისე ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
ალბათ, ამ პროექტების შემდეგ, გამოფენაზე წარმოთქმული მოსაზრება, რომ „ქართულ ღვინოს იაპონურ ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს“, არავის გააოცებს, თუმცა რეალურად, ეს დიდ მიღწევას წარმოადგენს. აღნიშნული ფრაზა „ტოკიო მარინ ჰილდინგსის“ სათაო ოფისში გამართულ ქართული ღვინის პრეზენტაციაზე ითქვა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ „ტოკიო მარინ ჰილდინგსის“ პარტნიორი წარმატებული კომპანიების დირექტორები, იაპონიის ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომელთაც იაპონურ ბაზარზე ქართულ ღვინოს წარმატება უწინასწარმეტყველეს.
სტუმრებს საქართველოში ვიზიტის დროს მიღებული შთაბეჭდილებები „ტოკიო მარინ ჰოლდინგსის“ თავმჯდომარემ და კომპანია „სონის“ დირექტორმა შუძო სუმიმ და ცნობილმა სატელევიზიო წამყვანმა ჰიტოში ქუსანომ გაუზიარეს.
ქართული ღვინის უნიკალურ თვისებებზე ცნობილმა სომელიე მაძუსასე გვესაუბრა, ხოლოიაპონიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა, დავით გოგინაშვილმა სტუმრებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, საინვესტიციო კლიმატისა დაქართულ-იაპონური ურთიერთობების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
პრეზენტაციის შემდეგ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია გაიმართა.
პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-თან პარტნიორობით. ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.
www.ambebi.ge
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში