"ახლა კი გვიმტკიცებენ, რომ უკანონო ქიმიური საშუალებები არ გამოუყენებიათ, მაგრამ საკმარისია გახარიასავით ვინმეს დასჯა დასჭირდეთ, უცებ გამოცხვება ბრალდება"
ახლა კი გვიმტკიცებენ, რომ უკანონო ქიმიური საშუალებები არ გამოუყენებიათ აქციების დარბევისას, მაგრამ საკმარისია გახარიასავით ვინმეს დასჯა დასჭირდეთ, უცებ გამოცხვება ბრალდება უკანონო საშუალებების გამოყენებაზე, სრულიად „საქოცეთიც“ რობოტებივით მონოტონურად აყვება და იგივე შემართებით დაგვიმტკიცებს (დაზეპირებული მესიჯბოქსით), რომ იმ ვიღაც „განტევების ვაცმა“ ხალხი დაწამლა აქციებზე, - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით წერს.
როგორც ბუწაშვილი აღნიშნავს, 2019 წელსაც, როცა „უამრავ ადამიანს მიადგა ჯანმრთელობის სერიოზული ზიანი და სრულიად შეუსაბამო საშუალებების გამოყენება მოხდა, ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა“.
„2019 წლის 20 ივნისის ღამეს რომ უამრავ ადამიანს მიადგა ჯანმრთელობის სერიოზული ზიანი და სრულიად შეუსაბამო საშუალებების გამოყენება მოხდა, ამაზე მაშინ ხელისუფლება და „ქართული ოცნების“ მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა და გახარია პრემიერადაც დააწინაურეს. ახლა აღმოჩნდა, რომ გახარიას მიმართ ერთ-ერთ მთავარ ბრალდებად, იგივე „ქართული ოცნება“ 20 ივნისის ღამეს გამოყენებულ მეთოდებს იყენებს (სხვათა შორის, ჯანდაცვის სამინისტროს და საზ. ჯანდაცვის უწყებებს არც მაშინ ამოუღიათ ხმა და მათი მთავარი ფუნქცია - პოპულაციის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, არც მაშინ შეასრულეს).
ჰოდა ახლა კი გვიმტკიცებენ, რომ უკანონო ქიმიური საშუალებები არ გამოუყენებიათ აქციების დარბევისას, მაგრამ საკმარისია გახარიასავით ვინმეს დასჯა დასჭირდეთ, უცებ გამოცხვება ბრალდება უკანონო საშუალებების გამოყენებაზე, სრულიად „საქოცეთიც“ რობოტებივით მონოტონურად აყვება და იგივე შემართებით დაგვიმტკიცებს (დაზეპირებული მესიჯბოქსით), რომ იმ ვიღაც „განტევების ვაცმა“ ხალხი დაწამლა აქციებზე. ასე მარტივადაა საქმე“, - წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა. BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარი იყო გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე. BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
