"ვხატავდი, სანამ საქართველოში ოქროსფერი საღებავი არ გამოილია" - გაიცანით 18 წლის მხატვარი, რომელმაც ახალ მიმდინარეობას დაუდო საფუძველი

თეკ­ლა მე­ლა­ზე 18 წლის მხატ­ვა­რია, რო­მელ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ახა­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა შექ­მნა...

ამ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ე­ებ­მა "მო­ნო­ტო­ნიზ­მი" უწო­დეს... უნი­ჭი­ე­რე­სი თეკ­ლა მე­ლა­ძე თა­ვად გვი­ამ­ბობს, რო­გორ მი­აღ­წია წარ­მა­ტე­ბებს და რა­ტომ არის მისი შე­მოქ­მე­დე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დიდი ინ­ტე­რე­სი:

- ხატ­ვა ძა­ლი­ან პა­ტა­რამ და­ი­წყეთ, გვი­ამ­ბეთ პირ­ველ სა­ფე­ხუ­რებ­ზე...

- ხატ­ვა 13 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე. ეს იყო ჯე­მალ და გი­ორ­გი კუ­ხა­ლაშ­ვი­ლე­ბის ხატ­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი ემო­ცია, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად ზუ­რაბ ნი­ჟა­რა­ძეს­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ იქცა. რა წარ­მა­ტე­ბა­საც არ უნდა მი­ვაღ­წიო, ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბი ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მად­ლო­ბე­ლი. ჩემ­თვის გა­დამ­წყვე­ტი აღ­მოჩ­ნდა ბა­ტო­ნი ზუ­რას სი­ტყვე­ბი, როცა, სა­ერ­თოდ გა­მო­უც­დელ ბავ­შვს, რო­მელ­საც არა­სო­დეს არ უც­დია ხატ­ვა, მი­თხრა, რომ ყვე­ლა­ფერს შევ­ძლებ­დი, და­მი­ბა­რა ერთ კვი­რა­ში, ნა­ხა­ტე­ბი რომ მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა და შემ­დეგ ისე მაქო, თით­ქოს ვინ­მე პრო­ფე­სი­ო­ნალს აფა­სებ­და... მის­მა გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა შე­ქე­ბამ, და­მა­ჯე­რა, რომ მარ­თლა რა­ღა­ცა შე­მეძ­ლო და ხატ­ვა და­ვი­წყე. ხატ­ვა დღე და ღამე, ხატ­ვა კლას­ში, სახ­ლში, მან­ქა­ნა­ში. მოკ­ლედ, გა­უ­თა­ვებ­ლად და ყველ­გან ვხა­ტავ­დი...

 

- მშობ­ლე­ბის ღვაწ­ლი რამ­დე­ნად დი­დია თქვენ მიღ­წე­ვებ­ში?

- ჩემი მშობ­ლე­ბი გა­მომ­ცემ­ლე­ბი არი­ან, ხელ­ნა­კეთ მი­ნი­ა­ტუ­რულ წიგ­ნებს უშ­ვე­ბენ. რო­გორც ყვე­ლა შვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში მშო­ბელს უდი­დე­სი წვლი­ლი აქვს, ასე­ვე ჩემს ცხოვ­რე­ბა­შიც. ამავდრო­უ­ლად, ისი­ნი ჩემი მე­გობ­რე­ბიც არი­ან, მაგ­რამ ბევ­რს ვე­ღა­რა­ფერს გე­ტყვით, რად­გან ერ­თა­დერ­თი რა­ზეც მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, ეს მათი ხსე­ნე­ბა და წვლი­ლის აღ­ნიშ­ვნაა.

თეკ­ლა მე­ლა­ძე და ზუ­რაბ ნი­ჟა­რა­ძე

- გვი­ამ­ბეთ პა­რიზ­ში ყოფ­ნა­ზე და და­უ­ვი­წყარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე...

- ვიდ­რე პა­რიზ­ში ყოფ­ნას გა­ვიხ­სე­ნებ­დე, გე­ტყვით რომ შეძ­რუ­ლი ვარ ნოტრ-დამ­ში მომ­ხდა­რი ხან­ძრის გამო. ვფიქ­რობ, მთე­ლი მსოფ­ლიო გვერ­დით და­უდ­გე­ბა საფ­რან­გეთს, ამ დი­დე­ბუ­ლი ტაძ­რის აღ­სად­გე­ნად. დიახ, სწო­რედ პა­რიზ­ში, მონ­მარტზე ვნა­ხე ერ­თდრო­უ­ლად სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში ერ­თად გა­მო­ფე­ნი­ლი 50-მდე ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის ნა­მუ­შე­ვა­რი, მონ­მარ­ტე­ლი მხატ­ვრე­ბი ქუ­ჩა­ში, ჯე­მალ და გი­ორ­გი კუ­ხა­ლაშ­ვი­ლე­ბის გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი "ვორ­ქშო­პი". ამ ყვე­ლა­ფერს 10 დღე ვუ­ყუ­რებ­დი და ბავ­შვუ­რი ტვი­ნით ჩავ­თვა­ლე, რომ რაკი ბა­ტო­ნი ჯე­მა­ლი ასე სწრა­ფად ხა­ტავ­და ძა­ლი­ან იოლი იყო ხატ­ვა.

- პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა რო­დის მო­ვი­და?

- პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა, რო­გორც ავღ­ნიშ­ნე, იყო ზუ­რაბ ნი­ჟა­რა­ძის შე­ქე­ბა, რად­გან რომ არა ის, მე ვერ და­ვი­ჯე­რებ­დი ჩემს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და ხატ­ვის და­წყე­ბი­დან 4 თვე­ში ნიუ-იორკში პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა არ მექ­ნე­ბო­და. მი­თხრა, რომ მე­პო­ვა თა­ვი­სუფ­ლე­ბა ფერ­ში და ტექ­ნი­კა­ში. მირ­ჩია და პი­რო­ბა და­მა­დე­ბი­ნა, რომ არ მევ­ლო ხატ­ვა­ზე, რომ მე­ხა­ტა რაც მო­მინ­დე­ბო­და და რო­გორც შევ­ძლებ­დი... მირ­ჩია, ყვე­ლას­თვის მო­მეს­მი­ნა, მაგ­რამ არა­ვის გავ­ლე­ნის ქვეშ არ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი. მეც ვუს­მენ­დი და რჩე­ვე­ბის­თვის უდი­დე­სი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ქალ­ბა­ტონ მზია კა­ში­ას, ქეთი მა­ტა­ბელს, გოგი წე­რე­თელს, რეზო ადა­მი­ას, გუ­რამ ცერ­ცვა­ძეს, გოგი ლა­ზა­რაშ­ვილს, კუ­ხა­ლაშ­ვი­ლე­ბის დიდ ოჯახს, ტიტე შე­ყი­ლა­ძეს, ბესო არ­ბო­ლიშ­ვილს, შალ­ვა მა­ტუ­აშ­ვილს, რა­დიშ თორ­დი­ას, ან­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძეს, გი­ორ­გი ვე­ფხვა­ძეს, მა­მუ­კა ცე­ცხლა­ძეს, კი­დევ ბევ­რს, არ მინ­და ჩა­მოთ­ვლით თავი შე­გა­წყი­ნოთ. და­ვით ბა­ძა­ღუ­ამ 13 წლის ასაკ­ში უფ­ლე­ბა მომ­ცა მას­თან ერ­თად ერ­თობ­ლი­ვი ნა­ხა­ტი შე­მექ­მნა. სწო­რედ ეს იყო პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა, სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ და­ი­ჯე­რეს ჩემი და უსა­ზღვრო სით­ბო­თი გა­მა­ნე­ბივ­რეს. 13 წლის ასაკ­ში ვერც კი ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რა ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ასე მო­ვი­და დღემ­დე 9 პერ­სო­ნა­ლუ­რი და 15 ჯგუ­ფუ­რი გა­მო­ფე­ნა.

- რო­გორ და­უ­დეთ სა­ფუძ­ვე­ლი ახალ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას?

- სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უმ­ში გა­მო­ფე­ნის შემ­დეგ, თით­ქოს ავ­ნერ­ვი­ულ­დი, მინ­დო­და რა­ღაც ახა­ლი შე­მექ­მნა, ისე­თი რაც ჯერ არა­ვის ქონ­და შექ­მნი­ლი. თით­ქოს ჩემს თავს ვა­ძა­ლებ­დი, რომ მი­მეგ­ნო გან­სხვა­ვე­ბუ­ლის­თვის და ოქ­როს გა­სა­ღე­ბი მე­პო­ვა. სწო­რედ ამ სი­ტყვი­დან გა­მიჩ­ნდა ოქ­როს ფერ­ში ნა­მუ­შევ­რე­ბის შექ­მნის იდეა. პირ­ვე­ლი, და­უმ­თავ­რე­ბე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი გოგი წე­რე­თელ­მა ნახა, მი­თხრა, სა­ი­დან მო­ი­ფიქ­რე, ურ­თუ­ლე­სი­აო... თით­ქოს შე­მა­პა­რა, ძნე­ლი გა­სა­ბე­დი საქ­მეა ოქ­რო­თი, თან ერთ ფერ­ში ხატ­ვაო, შე­ხე­დე აბა და თუ არ გა­მო­გი­ვი­და, არ ინერ­ვი­უ­ლო, მთა­ვა­რია შრო­მა არ გე­ზა­რე­ბაო. ბა­ტო­ნი გო­გის­გან ყო­ველ­თვის შე­ქე­ბას მიჩ­ვე­ულს, ამ სი­ტყვე­ბის შემ­დეგ, ცოტა შე­მე­შინ­და და გა­თე­ნე­ბამ­დე ვხა­ტავ­დი, რომ შე­მე­ხე­და რა გა­მო­ვი­დო­და. ოქ­რო­ში პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო ბრო­წე­უ­ლი, მე­ო­რე ნა­ხა­ტიც მა­ლე­ვე და­ვი­წყე, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში.

ბრო­წე­უ­ლე­ბი

მო­მინ­და უფრო გა­მერ­თუ­ლე­ბი­ნა ტექ­ნი­კა და ბა­რე­ლი­ე­ფის ელე­მენ­ტე­ბი შე­ვი­ტა­ნე, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ სა­ღე­ბა­ვით შე­ვას­რუ­ლე, ყო­ველ­გვა­რი შე­რე­უ­ლი ტექ­ნი­კის გა­რე­შე და გა­მო­მი­ვი­და, რო­გორც ბა­ტონ­მა გო­გიმ მი­თხრა. შემ­დეგ ამას მოყ­ვა დიდი ზო­მის ტი­ლო­ებ­ზე გა­დას­ვლა და ჰა­ერ­ში ნა­ხევ­რად და­კი­დუ­ლი დე­ტა­ლე­ბი. 25 ნა­მუ­შე­ვარს ვხა­ტავ­დი 7 თვე, იქამ­დე, სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოქ­როს­ფე­რი სა­ღე­ბა­ვი არ გა­მო­ი­ლია.

- ის, რომ სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ ნა­ხა­ტებს ქმნით, ხალ­ხის ინ­ტე­რესს თქვენს მი­მართ ზრდის?

- კი, ინ­ტე­რე­სი არის და ამის­თვის მად­ლო­ბე­ლი ვარ. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის შე­ფა­სე­ბა უდი­დე­სი სტი­მუ­ლია ჩემ­თვის. ამის­თვის ღირს შრო­მა დაღ­ლამ­დე და იმ ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდა, რისი გად­მო­ცე­მაც ძნე­ლია. ბევ­რი უც­ნო­ბია და მათი ინ­ტე­რე­სი მა­ხა­რებს. ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი კი ბა­ტო­ნი გიგა ბა­თი­აშ­ვი­ლი იყო - არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა მისი ცრემ­ლე­ბი, როცა ჩემს სა­ხე­ლოს­ნო­ში მო­ვი­და და არ­ყის ხე­ე­ბის ტყე და­ი­ნა­ხა. მე­ო­რე დღე­საც ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი რამ მოხ­და - ისევ ბა­ტო­ნი ზუ­რაბ ნი­ჟა­რა­ძე, რო­მელ­საც 2018 წლის 1 მა­ისს, 90 წლი­სად­მი მი­ძღვნილ პერ­სო­ნა­ლურ გა­მო­ფე­ნა­ზე ჩემს მიერ და­ხა­ტუ­ლი პორ­ტრე­ტი ვა­ჩუ­ქე და გა­მო­ფე­ნის ბო­ლომ­დე ხე­ლით ატა­რებ­და, არა­ვის არ მის­ცა, ასე გა­მო­ვი­და სი­ტყვით და ასე ესა­უბ­რე­ბო­და სტუმ­რებს. ბედ­ნი­ე­რი ვარ ამ ადა­მი­ა­ნებ­თან ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რით. შე­იძ­ლე­ბა ხატ­ვა­ზე არ მივ­ლია, მაგ­რამ ასეთ დი­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, უდი­დე­სი გაკ­ვე­თი­ლია ჩემ­თვის. მათი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სია სწო­რედ ის ინ­სპი­რა­ცია, რომ მუ­შა­ო­ბა გა­ვაგ­რძე­ლო.

არ­ყის ხე­ე­ბის ტყე

- ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდამ ამ­დენს მი­აღ­წი­ეთ, რო­გო­რია სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

- მინ­და დიპ­ლო­მა­ტო­ბა და ამ ბოლო დროს სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ნე­ჯმენ­ტმა გა­მი­ტა­ცა, თუმ­ცა ხატ­ვა რჩე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად. თუ შევ­ძე­ლი, მინ­და რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სი­ას ერ­თად და­ვე­უფ­ლო.

ambebi.ge

წაკითხვა 2726 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.