სენსაციური აღმოჩენების მოლოდინში!
უძველესი ქართული კვალი უცხოეთის წმინდა მიწაზე
რა ბედი ელის ნგრევის პირას მისულ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და რა უნიკალური აღმოჩენების მომსწრე შეიძლება გახდეს საქართველო უახლოეს მომავალში? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "კვირის პალიტრა" საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძეს ესაუბრა.
- საუბარი მინდა დავიწყოთ ციხე-სოფელ მუცოს წარმატებით - პირველად ისტორიაში ქართული ძეგლი ევროპის საზოგადოების რჩეული გახდა. გამარჯვებულს ავლენს არა კვალიფიციური ჟიური, არამედ ევროპის მოსახლეობა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპაში უამრავი ძეგლია, რომელიც ამ სტატუსს იმსახურებს, მე გამარჯვებას მაინცდამაინც არ ველოდი. როგორი ემოციაა, როცა აცხადებენ, რომ ევროპის საზოგადოების რჩეული გახდა ძეგლი პატარა საქართველოდან?
- რას ნიშნავს მუცოსთვის ეს გამარჯვება?
- საქართველოს ღირსშესანიშნავი ძეგლების რუკას რომ დავხედოთ, პირველ ადგილზე იუნესკოს ნუსხაში შეტანილი ძეგლებია - სვეტიცხოველი, ჯვარი, გელათი და ჩაჟაში (უშგული). მუცოს გამარჯვება, ცნობადობის თვალსაზრისით, ამ ძეგლებთან გატოლებას ნიშნავს. ამაზე ნაკლები ხარისხი ჩვენ არ უნდა გვქონდეს.
- მთავარი მიზეზი საზოგადოების არაინფორმირებულობაა. სულ ვფიქრობთ, რა შევცვალოთ, რომ საზოგადოება მუდმივად იყოს ჩართული პროცესში. თანამედროვე გამოწვევების პირობებში სააგენტო ამ მიმართულებით სათანადო აქტიურობას ვერ ახერხებს და ყველა რესურსი ცეცხლის ჩაქრობისკენ არის მიმართული. უამრავ ძეგლს სჭირდებოდა გადაუდებელი ჩარევები, რეაბილიტაცია... ვცდილობთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. საქმე ის არის, რომ საზოგადოების არაინფორმირებულობამ დამატებითი პრობლემაც წარმოშვა - ეს არის კადრების დეფიციტი. ექსკლუზიურად გეტყვით, რომ უახლოეს მომავალში გვექნება ინტერნეტტელევიზია, პროფესიონალი კადრების სიმცირის თვალსაზრისით კი ჯერჯერობით საიმედო არაფერია. ამ საკითხზე განგაშს ვაცხადებთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ წელს სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის რესტავრაციის ფაკულტეტზე არავის ჩაუბარებია - ეს მომავალში კადრების უფრო მეტ დეფიციტზე მიუთითებს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ჯამური ბიუჯეტი 33 მილიონი ლარია (20 მილიონი - ფონდი "ქართუ", 13 მილიონი - სახელმწიფო), ბაზარზე კი მხოლოდ 28 მოთამაშე გვყავს. არ შეიძლება ერთი კომპანია 8-9 ძეგლის რესტავრაციაზე მუშაობდეს. კონკურენტული გარემო აუცილებელია. როცა ამა თუ იმ ძეგლის აღდგენას ვგეგმავთ, დიდხანს ვმსჯელობთ, ვინ უნდა გააკეთოს. ფინანსური რესურსის ნაკლებობა ნამდვილად არ გვაწუხებს, თუმცა გამკეთებელი არავინაა...
- მინდა მათ თქვენი გაზეთის მეშვეობით ვუთხრა - კულტურული მემკვიდრეობისთვის ფულადი რესურსი არასდროს იქნება პრობლემა და, შესაბამისად, დასაქმების გარანტიებიც რეალურია.
- რატომ არ დებს ბიზნესი ფულს მემკვიდრეობის შენარჩუნებაში?
- მათ რამდენჯერმე შევხვდით და კონკრეტული პასუხი არასდროს გაუციათ. შემიძლია თითებზე ჩამოგითვალოთ კომპანიები, რომლებმაც ჩვენთან ითანამშრომლეს...მემკვიდრეობაში რესურსის ჩადება პრესტიჟის საქმე უნდა იყოს. მისგან ამონაგებს ვერ ნახავ, მაგრამ ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის უმაღლესი დონე.
- ჩვენი აქტიურობით ბარათაშვილების სახლი ამოღებულია საპრივატიზაციო ნუსხიდან, თუმცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი თავს იკავებს შენობის ძეგლთა დაცვის სააგენტოსთვის გადმოცემისგან, რაც არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააგენტო ამ შენობას ზურგზე მოიკიდებს და სადმე წაიღებს, ძალიან ცდება. ერთადერთი, რაც გვინდა, ძეგლის დროული რეაბილიტაციაა და ბარათაშვილების სახლი, თავისი სამუზეუმე და კულტურული სივრცეებით, თეთრიწყაროს სავიზიტო ბარათად იქცევა. ასეთივე დამოკიდებულებას წავაწყდით, როდესაც თეთრიწყაროში სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნილი მუზეუმის შენობის გადმოცემას ვითხოვდით. გვინდოდა გაგვეკეთებინა ისეთი, როგორიც ვარძიაში, უფლისციხეში გვაქვს და მერწმუნეთ, ყველაზე პოპულარული გახდებოდა რეგიონში. ამ მოთხოვნის საპასუხოდ საუბარი ისე დამიწყეს, როგორც ინვესტორს... ახლა, როცა ბარათაშვილების სახლს ძეგლის სტატუსი მივანიჭეთ და ნგრევას რომ გადაგვერჩინა, მისი გადმოცემა მოვითხოვეთ, იგივე განწყობა დაგვხვდა... მხოლოდ ის მაიმედებს, რომ შენობას ძეგლის სტატუსი აქვს და მის გაყიდვას ჩვენი ნებართვის გარეშე ვერავინ გაბედავს.
- ეს საკითხიც საზოგადოების არასათანადო ინფორმირებულობის ბრალია. ხვამლის მთა ახსენეთ... იქ პროცესის მონაწილეებს უხაროდათ, ეკლესიის რესტავრაციას რომ იწყებდნენ...
- თუმცა არ იცოდნენ, როგორ გაეკეთებინათ... იმავეს ვიტყვი ქვევრის შემთხვევაშიც - მუშებისთვის ქვევრი იყო მიწის ქვეშ ნაპოვნი ნივთი, რომელზეც შეეძლოთ, ფეხით გადაევლოთ. რომ სცოდნოდათ, ეს ისტორიის ნაწილია, ალბათ, არ დააზიანებდნენ. ამასთან, თუ ვინმე ბოროტი განზრახვით ძეგლის დაზიანებას მოინდომებს და არ დაისჯება, ყველას ექნება განცდა - თუ სხვა არ დაისაჯა, არც მე დავისჯებიო.
- რატომ?
- ჩავედით და ურბნისი გაჯით გალესილი დაგვხვდა. რა თქმა უნდა, აღვშფოთდით... სხვათა შორის, დღემდე გაჯით არის გალესილი.
- მაშინ ურბნისის მრევლს რომ სცოდნოდა, როგორი დამაზიანებელია ტაძრის შიგნიდან გალესვა, შესაძლოა, წინამძღვრისთვის წინააღმდეგობაც გაეწია. ურბნისის ტაძარს აგურის უნიკალური წყობა ჰქონდა. როდესაც ეკლესია გაჯით გალესეს მოსახატად, ინტერიერში ეს უნიკალური წყობა დაიკარგა. იგივე შეიძლება ითქვას ყინწვისზეც - დამერწმუნეთ, ეს არ მოხდებოდა, მრევლს განცდა რომ ჰქონოდა, ბერები ძეგლს აზიანებენო...
- საქართველოში 20 000 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და წარმოიდგინეთ, რა რესურსი დასჭირდება სააგენტოს, რომ გააკონტროლოს, სადმე რამე არ გაფუჭდეს.
მახსოვს, თბილისში 2000-იანი წლების დასაწყისში ხალხი ისტორიულ ძეგლებში ცხოვრობდა და საძირკველში წყალს შეგნებულად უშვებდა, რათა შენობა დაზიანებულიყო და ინვესტორი შემოეყვანათ... ერთი გოგო მახსენდება, ეკა მხეიძე... ჭონქაძის #11-ში 1880-იან წლებში ირანის ელჩის აშენებული ულამაზესი სახლია, სარკეებიანი ჭერით. მხოლოდ ეს ერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც შეძლო და ძეგლი გადაარჩინა. 2002 წლიდან ამ პროცესში ვიყავი ჩართული. მეზობლები ჩხუბობდნენ, სახლის დემონტაჟი და მის ადგილას კორპუსის აშენება სურდათ, ჭონქაძის #7-ში აშენებული კორპუსის მსგავსად. ძეგლთა დაცვის სააგენტო ძალიან დაგვეხმარა და ამ სახლის რეაბილიტაცია შევძელით. დღეს ამ სახლის ფასი რამდენჯერმე მეტია, ვიდრე მეზობელი კორპუსის.
- ეს მხოლოდ აქეთ მხარეს ეხება. ჩვენს ტერიტორიაზე 21 ძეგლია. მოგეხსენებათ, საზღვრის დემარკაციაზე მუშაობს სახელმწიფო კომისია და ველოდებით, რომ ეს მუშაობა პოზიტიური შედეგით დასრულდება, თუმცა, სანამ არ გვექნება ოფიციალური ნებართვა, ე.წ. სადავო ტერიტორიაზე სამუშაოების დაწყებას ვერ შევძლებთ.
- ვფიქრობ, უნდა ყოფილიყო. ჩვენ ამის შესახებ სამინისტროსაც მივწერეთ და ეს საკითხი მათაც დააყენეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია...
- უდაბნოს ძეგლების მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ყოველდღიური საშიშროებაა მათი დაზიანების.
- ამ საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთში შევხვდი "ევროპა ნოსტრას" ხელმძღვანელობას და ვთხოვე, ევროპის მემკვიდრეობის დაცვის მთავარი უწყების (არასამთავრობო ორგანიზაციაა, თუმცა ძალიან გავლენიანი) ქოლგის ქვეშ, ორივე მხარის ჩართულობით, ძეგლების მდგომარეობა შეფასდეს. არ დაგიმალავთ და, ვფიქრობ, ამას მოვახერხებთ.
- ჩვენ აქტიურ კონსულტაციებს ვმართავთ სომეხ კოლეგებთან. იგეგმებოდა ერთობლივი ჯგუფის შექმნა, თუმცა სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და საკადრო გადაადგილებების გამო ეს პროცესი გაჭიანურდა. წელს ველოდებოდით მათ ჩამოსვლას, რომ გვესაუბრა კონკრეტულ ვადებსა და სამოქმედო გეგმაზე. თავდაპირველად აქაც უნდა შეფასდეს ძეგლის მდგომარეობა და ნგრევის შესაჩერებლად გადაუდებელი ღონისძიებები ჩატარდეს.
- ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. ძეგლის პირველადი კვლევა უკვე მზად არის და გაისადაც გაგრძელდება. ასევე მომზადდება პროექტი გადაუდებელი ღონისძიებების ჩასატარებლად. დავიწყებთ ძეგლის წერტილოვან გამაგრებებს. უკვე მივწერე საპატრიარქოს, რომ მომლოცველებმა ეკლესიის ქვემოთ არ იარონ. განთავსდა შესაბამისი ბანერებიც, ძეგლის ზედა ნაწილი კი საერთოდ გადაიკეტა.
რაც შეეხება ვარძიას, მასთან ერთად იუნესკოს ნუსხაში შესატანად წარვადგენთ ენგურჰესსაც, როგორც ინჟინრულ მემკვიდრეობას და შატილი-მუცოს ერთიან კულტურულ ლანდშაფტს.
სიახლეები
- "აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გზავნილები თავიდან ბოლომდე არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გზავნილებთან, მათ შორის იმ ორ კანონთან, რომელიც ჩვენ მივიღეთ"- ირაკლი კობახიძე
- კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება, ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს – საპატრიარქო
- 2 დეკემბრის აქციიდან კლინიკაში 26 ადამიანი მოხვდა
- ტრამპმა დაასახელა პირველი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიემგზავრება
- აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო - საია