ქუთაისში, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა

დღეს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივით შედგა და მიზნად EU-ში გაწევრიანების და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავდა მიზნად. შეხვედრას ნინო ჩხობაძე და ლაშა ტუღუში უძღვებოდნენ.

 

ექსპერტ ლაშა ტუღუშის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ეტაპია.

 

"რას ნიშნავს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი? რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს სტატუსი მივიღოთ? - ეს საკითხი ძალიან სერიოზულია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სტატუსის მიმართ საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს.

 

ბევრს ჰგონია რომ ეს ძალიან სიმბოლური საკითხია, ამ დროს ეს ასე არ არის. მნიშვნელოვანია ეს ეტაპი რომ ევროკავშირის წევრი გახდე და ეს გზა გაიარო. ამიტომ ამ თემას ჩვენ სერიოზულად უნდა მივუდგეთ.

 

გასაგებია, რომ მოლოდინის რეჟიმში ვართ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენზე არის დამოკიდებული და მოკლე დროშიც კი შეიძლება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

 

ჩვენ საზოგადოების ინფორმირებულობას მხარს ვუჭერთ. საზოგადოებას უნდა აინტერესებდეს რას უნდა ველოდოთ დღეს ევროპისგან და თითოეული შემთხვევა შეიძლება ჩვენს ისტორიაზე აისახოს,"- განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში ლაშა ტუღუშმა.

 

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრები -საქართველოს თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, ჩვენ სხვა მომავლის გარეშე, რაც არის ევროპული მომავალი, ნამდვილად არ გვაქვს.

 

"ვფიქრობ, ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევები გვექნება. ძალიან ბევრი საკითხი, ასოცირების შეთანხმებით მისაღწევია, მაგრამ ეს ყველაფერი პირველ რიგში ქართველებისთვის იქნება. ჩვენ გვჭირდება ის რეგულაციები და ყოფა, რაც ევროპაში დღეს არის. ჩემი აზრით, ამის ღირსები ვართ.

 

ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენი სწრაფვა ყოველთვის იქნება. მთავარია მშვიდობა, რა თქმა უნდა, საქართველოს პოლიტიკური მთლიანობა და რაც მთავარია ახალგაზრდების მომავლის უნდა გვჯეროდეს," - განაცხადა ნინო ჩხობაძემ ჩვენთან საუბარში.

 

286379869 3766533483487934 9119409708785038228 n55

წაკითხვა 576 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 15 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.