,,ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი” – მაია ბუწაშვილი

,,ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის ტკივილი, თავისა და კუნთების ტკივილი, თუმცა გართულებებიც ხშირად ახლავს”,- ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით,
საქართველოში ნიპა-ვირუსი არასოდეს დაფიქსირებულა.

,,ნიპა-ვირუსი ახლა არ აღმოუჩენიათ, სხვადასხვა დროს იყო მისი აფეთქებები, მათ შორის ინდოეთში, სადაც ჯერ მხოლოდ ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. თუმცა, ვინაიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეყვანილი ჰყავს განსაკუთრებული პრიორიტეტის 10 ინფექციას შორის, აზიის სხვა ქვეყნებმა სიფრთხილე გამოიჩინეს და დღეიდან აეროპორტებში ატარებენ თერმოსკრინინგს, მეტ სიფრთხილეს იჩენენ, რომ ეს ვირუსი არ გადავიდეს მათ ქვეყნებში.

ცნობისთვის, ინდოეთში ბოლო აფეთქება 2018 წელს იყო და 19 დაფიქსირებული შემთხვევიდან 17 ლეტალურად დამთავრდა.
ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის ტკივილი, თავისა და კუნთების ტკივილი, თუმცა გართულებებიც ხშირად ახლავს ფილტვების ანთებითა და ენცეფალიტით, ანუ თავის ტვინის ანთებით. ინკუბაციური პერიოდია 4-14 დღე. ნიპა-ვირუსს ახასიათებს მაღალი ლეტალობა, 40-დან 75%-მდე, იმის მიხედვით, თუ რამდენად მალე დაისმება დიაგნოზი და რამდენად კვალიფიციური სამედიცინო დახმარება გაეწევა პაციენტს.

გადადება ხდება, ძირითადად, ცხოველებისგან. ეს ცხოველებია ღამურა და ღორი.

1998 წელს, როცა პირველად აღმოაჩინეს ნიპა-ვირუსი მალაიზიაში, ზუსტად ღორის ფერმერებს შორის დაფიქსირდა და ვირუსის აფეთქებას 100-ზე მეტი კაცი ემსხვერპლა. მაშინ მილიონობით ღორი დახოცეს იმის შიშით, რომ ინფექცია არ გავრცელებულიყო.

ზოგიერთ ქვეყანაში პერიოდულად ღამურებსაც უტარდებათ მონიტორინგი, რათა ეს ვირუსი დროულად იქნეს აღმოჩენილი. თუ ცხოველისგან ამ ვირუსით დაბინძურებული საკვები გამოიყენა ადამიანმა, შეიძლება ამ გზითაც გადაეცეს ნიპა-ვირუსი, პირდაპირი გზით, ადამიანიდან ადამიანზე, უკიდურესად იშვიათია. სხვათა შორის, ამ ვირუსს იმ სოფლის სახელი დაარქვეს, სადაც ის პირველად გამოვლინდა.

რაც შეეხებას იმას, პანდემია გვემუქრება თუ არა, ასეთი ტიპის აფეთქებები ნიპა-ვირუსის ან სხვა განსაკუთრებით საშიში ინფექციებისა სხვადასხვა ქვეყანაში ხდება ხოლმე. რა თქმა უნდა,

ყველა აფეთქება აუცილებლად არ ნიშნავს, რომ პანდემიის საფრთხე არსებობს. ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა განცხადება, რომ სიტუაცია სრულიად კონტროლირებულია. კარანტინშია ყველა კონტაქტში მყოფი პირი და მათ ანალიზებით არ გამოუვლინდათ ინფექცია. ასე რომ, მაღალი ალბათობით, ეს აფეთქება მშვიდობიანად უნდა ჩამთავრდეს.

საქართველოში ნიპა-ვირუსი არასოდეს დაფიქსირებულა. ადამიანების არა, მაგრამ ცხოველებში მონიტორინგის კვლევები ჩაუტარებია ხოლმე დაავადებათა კონტროლის ცენტრს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ამ ვირუსის შემთხვევები არ არის და ნაკლებად სავარაუდოა, აღმოჩნდეს.

როგორც ყველა, ამ სეზონზეც წამყვანია გრიპის ვირუსი, მაგრამ წელსაც, როგორც სხვა დროს, გვხვდებოდა რესპირატორული სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი, კორონავირუსი, როგორც კოვიდ-19-ის გამომწვევი, ისე ჩვეულებრივი კორონავირუსები, რომლებიც ადრეც არსებობდა”,- განაცხადა ბუწაშვილმა.

წაკითხვა 72 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.