ქუთაისში, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა
დღეს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივით შედგა და მიზნად EU-ში გაწევრიანების და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავდა მიზნად. შეხვედრას ნინო ჩხობაძე და ლაშა ტუღუში უძღვებოდნენ.
ექსპერტ ლაშა ტუღუშის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ეტაპია.
"რას ნიშნავს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი? რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს სტატუსი მივიღოთ? - ეს საკითხი ძალიან სერიოზულია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სტატუსის მიმართ საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს.
ბევრს ჰგონია რომ ეს ძალიან სიმბოლური საკითხია, ამ დროს ეს ასე არ არის. მნიშვნელოვანია ეს ეტაპი რომ ევროკავშირის წევრი გახდე და ეს გზა გაიარო. ამიტომ ამ თემას ჩვენ სერიოზულად უნდა მივუდგეთ.
გასაგებია, რომ მოლოდინის რეჟიმში ვართ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენზე არის დამოკიდებული და მოკლე დროშიც კი შეიძლება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
ჩვენ საზოგადოების ინფორმირებულობას მხარს ვუჭერთ. საზოგადოებას უნდა აინტერესებდეს რას უნდა ველოდოთ დღეს ევროპისგან და თითოეული შემთხვევა შეიძლება ჩვენს ისტორიაზე აისახოს,"- განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში ლაშა ტუღუშმა.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრები -საქართველოს თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, ჩვენ სხვა მომავლის გარეშე, რაც არის ევროპული მომავალი, ნამდვილად არ გვაქვს.
"ვფიქრობ, ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევები გვექნება. ძალიან ბევრი საკითხი, ასოცირების შეთანხმებით მისაღწევია, მაგრამ ეს ყველაფერი პირველ რიგში ქართველებისთვის იქნება. ჩვენ გვჭირდება ის რეგულაციები და ყოფა, რაც ევროპაში დღეს არის. ჩემი აზრით, ამის ღირსები ვართ.
ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენი სწრაფვა ყოველთვის იქნება. მთავარია მშვიდობა, რა თქმა უნდა, საქართველოს პოლიტიკური მთლიანობა და რაც მთავარია ახალგაზრდების მომავლის უნდა გვჯეროდეს," - განაცხადა ნინო ჩხობაძემ ჩვენთან საუბარში.

სიახლეები
- "ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივითაა აღძრული, ვიღაცას მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის შეეშინდა..." -ირაკლი მელაშვილი
- "ლელომ“ ახლა საკრებულოს გამოგლეჯილ მანდატებს უნდა მოუჭიროს და მალე ჩავა" - თამარ ჩერგოლეიშვილი
- "ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ საჭიროა ერთიანი და მკაფიო ხმა ისმოდეს: ეს მიუღებელია" - სალომე ზურაბიშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 ოქტომბრისთვის
- რა დაამარცხებს პუტინს: გაბედავს თუ არა ტრამპი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას?! - "მოვიდა ომის ესკალაციის დრო!"
