July 22, 2025

“ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, გზა დღის ბოლომდე გაიხსნება” - ბერდია ჩანქსელიანი

ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის გზაზე  გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, დარჩენილია ერთი ადგილი, სადაც ჩამოწოლილია მეწყერი და ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 15:00 საათისთვის ეს გზა მთლიანად გამავალი იქნება, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ბერდია ჩანქსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის გზის გადაკეტვა ლენტეხის მუნიციპალიტეტში გუშინ გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია.

 

„გუშინ ღამით ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოვიდა უხვი ნალექი, რამაც გამოიწვია ცენტრალური საავტომობილო გზის, ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის გადაკეტვა, რადგან ოთხ ადგილზე ჩამოწვა მეწყერი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ოპერატიულად მოხდა ტექნიკის მობილიზება. გვიან რამით კიდევ უფრო გაძლიერდა ნალექი, რის გამოც გადაიკეტა ცენტრალური გზა, რადგან საშიში იყო გადაადგილება. დილის 6:00 საათიდან მობილიზებულია ტექნიკა, მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. სამ ლოკაციაზე გაწმენდილი და გამავალია გზა. დარჩენილია ერთი ადგილი, სადაც ჩამოწოლილია მეწყერი, დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები და ვფიქრობთ, რომ დაახლოებით დღის ბოლომდე ეს გზა მთლიანად გამავალი იქნება“, – განაცხადა ბერდია ჩანქსელიანმა.

წაკითხვა 84 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 22 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.