"სანამ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო ტრიბუნას ტყუილებისთვის იყენებს, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რის კეთებაზეც ხელისუფლება უარს ამბობს"

სანამ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო ტრიბუნას ტყუილებისთვის და რეალობის დამალვისთვის იყენებს, ვაკეთებთ იმას, რის კეთებაზეც ხელისუფლება უარს ამბობს - ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს,- ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „X“-ზე წერს.

მისი თქმით, ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, „მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს ეუთო-ს ხელმძღვანელებთან“.

„ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, მნიშვნელოვან შეხვედრებს ვმართავ ეუთო-ს ხელმძღვანელობასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და იმ დელეგაციებთან, რომლებიც ათწლეულებია საქართველოს გვერდით დგანან.

სანამ „ქართული ოცნება" საერთაშორისო ტრიბუნას ტყუილებისთვის და რეალობის დამალვისთვის იყენებს, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რის კეთებაზეც ხელისუფლება უარს ამბობს - ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ გაცემული ცარიელი დაპირებებისა და ოკუპანტებისთვის სამარცხვინო ბოდიშის მოხდის შემდეგ, „ქართული ოცნება" ცდილობს საზოგადოება შეაგუოს როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ დაკარგვას, ისე ქვეყნის ევროპული მომავლის განადგურებას. ეს აღარ არის მხოლოდ უმოქმედობა - ეს არის კოლაბორაციონიზმი.

სწორედ ამიტომ, ხელისუფლების უმოქმედობის პირობებში, ჰააგაში ჩვენი მთავარი ამოცანაა პარტნიორების მობილიზება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დაჩქარებული ანექსიის პროცესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში ბოლო სამი თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ჩემს გუნდთან ერთად, ყველგან, სადაც საქართველოს ხმა უნდა ისმოდეს, გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად”,- წერს გახარია.

წაკითხვა 128 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.