ქუთაისში ბინას 852 დევნილი ოჯახი მიიღებს
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინას იძულებით გადაადგილებულ 852 ოჯახს გადასცემს.
უწყების ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ჯანდაცვის მინისტრის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად მიიღო.
“მინისტრის ბრძანების მიხედვით, სააგენტომ თითოეული ოჯახის სოციალური მდგომარეობა, რომელთა ქულაც ბინების რაოდენობის გათვალისწინებით ექვემდებარებოდა მონიტორინგს, ადგილზე შეისწავლა.
შესწავლილი განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინა. ბინების განაწილების პროცესი ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა.
ამ ეტაპზე, სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ქუთაისში, ნიკეასა და შერვაშიძის ქუჩებზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ”,- აღნიშნულია დევნილთა სააგენტოს განცხადებაში.
სიახლეები
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
