„სანამ ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან, სიკვდილზეც წავალ“- მდუმარე აქცია პარლამენტთან
დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრიდან ერთი წელი გავიდა. მაჩალიკაშვილების ოჯახის წევრები და მათი მხარდამჭერები პარლამენტის წინ აქციას მართავენ.
ოჯახი ყველა იმ ადამიანის დასჯას მოითხოვს, ვისაც საქმესთან კავშირი აქვს. ამასთან, ოჯახი და იურისტები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ, რათა საქმესთან დაკავშირებით ყველა დეტალი ობიექტურად იქნას გამოძიებული.
„ცოტა ხნის წინ გავაკეთე განცხადება, რომ მე დავიცდიდი, ხელისუფლება 26 დეკემბრამდე რა პასუხს გამცემდა. ჩემი მთავარი მოთხოვნა იყო, 26 დეკემბრამდე სახელმწიფოს შეცდომა ეღიარებინა. ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, თემირლანს თავზე ვედექი და პირველი შეკითხვა დავუსვი ყოვლისშემძლე ალაჰს - “რატომ ეს?!” როცა თემირლანს დავხედე, მაშინვე მივხვდი, რომ გასროლის წამშივე მოკლული იყო და ეს დავმალე იმიტომ, რომ დედამისს, მის დას ან ბებიას გული არ გაუსკდეს-მეთქი. მე თვითონ, ჩემს თავში დავრწმუნდი, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი ვყოფილვარ, იმიტომ, რომ აქამდე მოვედი. პირველი დღიდან ამას ვამბობდი, რომ ამ ხელისუფლების ხელში არაფრის იმედი არ მაქვს. ამას იმიტომ ვამბობდი, რომ როდესაც სახელმწიფო ასეთ შეცდომას უშვებს, იქ გამორიცხულია, მან რაღაც შედეგი დადოს და სიმართლე თქვას. ამ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, რომ სიმართლე ეთქვა. მთლიანად არ მოვითხოვ სიმართლეს, რაღაც პროცენტულად მაინც რომ ეთქვა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, “ოცნების გუნდში” ყველა ერთმანეთზე უარესი გამოვიდა და მინდოდა თუ არა, ამათი მტერი გავხდი. მე ველოდებოდი, იქნება 26 დეკემბრამდე რამე გამოხმაურება ყოფილიყო, იქნებ ჩემთვის ბოდიშით მაინც მოემართათ, მაგრამ არაუშავს”, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე იმყოფება თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, რომელიც ითხოვს, რომ დამნაშავეების დასჯასთან ერთად, მისი შვილის უდანაშაულობა დამტკიცდეს.
„სანამ ჩემი შვილის უდანაშაულობა არ დადგინდება და სანამ ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან, სიკვდილზეც წავალ. ვფიცავ დღევანდელ დღეს, ჩემი შვილის სულს ვფიცავ, ყველანაირ იმას გამოვნახავ, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ,“- განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /home/firstnew/domains/firstnews.ge/public_html/templates/ot_vozzmag/html/com_k2/templates/blog2/item.php on line 270
Latest from ნინო
- "ტერორიზმის მიმართ სოლიდარობა არის სრულიად ახალი მწვერვალი, რაც დაიპყრო, როგორც ადგილობრივმა აგენტურამ, ასევე, მათმა პატრონაჟმა ქვეყნის გარეთ"
- "ვანო მერაბიშვილი – 6 წელი და 9 თვე, ზურაბ ადეიშვილი – 6 წელი, დავით კეზერაშვილი – 5 წელი, ბაჩო ახალაია – 9 წელი, მეგის ქარდავა – 9 წელი, ალეკო – 13 წელი!"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 ივლისიდან
- როგრი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას ზეიმობს
