შატო ვარციხე და ფსიქო სოციალური განვითარების ცენტრი - დაო საგაზაფხულო პროექტს წარმოგიდგენთ
შატო ვარციხე და ფსიქო- სოციალური განვითარების ცენტრი- დაო, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში წარმოგიდგენთ საგაზაფხულო ფესტივალს "creative healing", რომელიც საკუთარ თავზე ზრუნვის სხვადასხვა შესაძლებლობების გაცნობას დაეთმობა.
ღონისძიება მოიცავს რამდენიმე სივრცეს სხვადასხვა აქტივობებისთვის, მათ შორის:
სხეულზე ზრუნვის სივრცე- იოგა, ბგერითი თერაპია, მოწვეული სპეციალისტი. აღნიშნული აქტივობები ბუნებაში გაიმართება.
შემეცნებაზე ზრუნვის სივრცე -სემინარი "სხვებზე ზრუნვა საკუთარ თავზე ზრუნვით იწყება - სპიკრი - "პოდკასტი მეხუთე ელემენტი".
ესთეტიკის სივრცე - ფოტო-გამოფენა და გამარჯვებული კონკურსანტების დაჯილდოება, არტ-თერაპია (ხატვა და თიხაზე მუშაობა), ფოტოების გადასაღები კუთხე.

ფესტივალის შესახებ FirstNews.ge-ს უფრო ვრცლად მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი ენი მხეიძე ესაუბრა:
“შატო ვარციხე მოხარულია, რომ მასპინძლობს და აყალიბებს კულტურას, ხელს უწყობს მსგავს აქტივობებს.
საქართველოში ძალიან განვიცდით მსგავსი აქტივობების ნაკლებობას, რაც რეალურად ძალიან გვჭირდება. ჩვენი მიზანი და სურვილია საფუძველი ჩავუყაროთ და ხშირად ვუმასპინძლოთ მსგავსი ტიპის სხვადასხვა აქტივობებს,“- განაცხადა ენი მხეიძემ.

ღონისძიებას შატო ვარრციხე მასპინძლობს და მასზე დასწრება თავისუფალია.
“შატო ვარციხე და ფსიქო სოციალური განვითარების ცენტრი - დაო, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საგაზაფხულო პროექტს წარმოგიდგენთ.
დღესდღეობით, როდესაც ცხოვრების რიტმი აჩქარებულია და ყოველდღიურობას ძირითადად საქმიანი რუტინა მოიცავს, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ თვითზრუნვის აუცილებლობა. თვითზრუნვის პრაქტიკა ხაზს უსვამს საკუთარი საჭიროებებისა და კეთილდღეობისთვის პრიორიტეტის მინიჭების მნიშვნელოვნებას, რათა შევინარჩუნოთ როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობა.
ფესტივალი - ‘’creative healing’’, დაგეგმილი აქტივობებიდან გამომდინარე, გულისხმობს მშვიდ გარემოში, საკუთარი თავის კრეატიულად გამოხატვის და აღმოჩენის შესაძლებლობას.
ხატვა, თიხაზე მუშაობა, მედიტაცია ან თუნდაც მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიღება, ის აქტივობებია, რომელიც საშუალებას გაძლევს შეისწავლო საკუთარი ემოციები, აზრები და გრძნობები, შეამცირო სტრესის და შფოთვის დონე, ისწავლო შენი შემოქმედებიდან და რაც მთავარია ისიამოვნო პროცესით,”- განაცხადა ჩვენთან საუბარში ფსიქო სოციალური განვოთარების ცენტრის თანადამფუძნებელმა ნათია ჯიქიამ.
Latest from ნინო
- "ცხრა წლის განმავლობაში გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც არაჯანსაღი მდგომარეობა აქვს"- ირაკლი კობახიძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 აგვისტოდან
- "რაც არ უნდა რუსთაველის ან საერთოდ, ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, არაფერს შეცვლის - პროტესტი არ ჩერდება" - სალომე ზურაბიშვილი
- "მომავალშიც შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერი სახის კორუფციულ დანაშაულთან და კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს" - ირაკლი კობახიძე
- „ტყის ხანძრები ნათლად წარმოაჩენს იმ საფრთხეს, რომელსაც კლიმატის ცვლილება ევროპას უქმნის“ - დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და საფრანგეთი განცხადებას ავრცელებენ