მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში მოხდა 2 860 საგზაო შემთხვევა, დაშავდა 3 860 და დაიღუპა 216 პირი. აღნიშნული მონაცემები წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საკმაოდ გაზრდილია. განსაკუთრებით საგანგაშოა ლეტალობა, რომელიც 20%-ით არის გაზრდილი. უკვე მოთმინების დრო არ არის და აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან, პრაქტიკულად, ჩვენ თვალწინ იღუპებიან მოქალაქეები და ამ დროს, ჩვენ ვიცით, რომ ამის პრევენცია შესაძლებელია, - ამის შესახებ ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა.
„2025 წლის ივლის-აგვისტოში შედარებით მოიმატა კორონავირუსის ხვედრითმა წილმა. ბოლო კვირის მონაცემი, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს, მიუთითებს, რომ კორონავირუსი ახლა არის უპირატესი ვირუსი”, – ამის შესახებ, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.
სამოქალაქო აქტივისტი, ფოტოგრაფი არჩილ გეგენავა “ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატს, მის მეგობარს დავით ერემეიშვილს ღია წერილით მიმართავს.
იტალიელი ჟურნალისტისა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალის“ ფეხბურთელი გახდა.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 29 აგვისტო უქმე დღეა.
