საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-17 სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელ მაია ცქიტიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იმ ქუთაისელ მოსწავლეებს შეხვდნენ, რომლებიც იმერეთის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მიიღებენ მონაწილეობას.
