ვეტერანთა დღეს ვულოცავ ყველა ომგამოვლილს, ვინც სამშობლოს დასაცავად უანგაროდ იმსახურა, ვინც დღეს მზად არის ქვეყნის კეთილდღეობისთვის უშურველად გაიღოს თავისი სულიერი, გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობები, - ამის შესახებ აღნიშნულია პატრიარქის მისალოც წერილში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი და ნისლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
დღეს, ქუთაისში სასტუმრო "ბაგრატი 1003" - ში არასამთავრობო ორგანიზაციამ "პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის" ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
დღეს მოწამეთობა აღინიშნება. მართლმადიდებელი მრევლი ქართველი წმინდანების დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს ქუთაისში განსაკუთრებით აღნიშნავს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს.
