"გრცხვენოდეთ, რას აზიარებთ დაღუპული ბალღის ფოტოებს... გააზიარებდით თქვენი შვილი რომ ყოფილიყო?! "
ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"მედია, მოქალაქეებო, გრცხვენოდეთ, რას აზიარებთ დაღუპული ბალღის ფოტოებს! გააზიარებდით თქვენი შვილი რომ ყოფილიყო?! ახლა მაინც, ცოტა მაინც იფიქრეთ სხვებზე!!!
თანამდებობის პირების საყირადღებოდ კი იმას, ვიტყვი, რომ გლოვის დღეები და თქვენი პიარ-პორწიალი საავადმყოფოში კი არაა საჭირო, ეს და მსგავსი ტრაგედიები თქვენი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების და ბიზნესის რელიგიის შედეგია!
აქ ვაზიარებ ამ საკითხზე ყველაზე სწორ პოზიციას, რაც ინტერნეტ-სივრცეში შემხვდა! ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას.
Irakli Kupradze
თითქოსდა ახლა არ არის მსჯელობის და მოსაზრებების ფრქვევის დრო.
სინამდვილეში კი, სწორედაც რომ ახლაა საჭირო და აუცილებელი ბრაზის გამოხატვა და პრობლემაზე საუბარი.
მსგავსმა ტრაგედიებმა უნდა გვაიძულოს ვისაუბროთ უსაფრთხოების პრობლემაზე, უკონტროლობაზე, სტანდარტების არარსებობაზე და გახსნას სადისკუსიო სივრცე, იმისთვის, რომ მომავალში თავიდან ავირიდოთ ასეთი სასტიკი ტრაგედიები.
სახელმწიფო უნდა გავდეს სახელმწიფოს, საზოგადოების ზეწოლის გარეშე ეს სახელმწიფო არ აშენდება."- წერს ცოტნე გამსახურდია.
სიახლეები
- "ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების აქციაზე ყოფნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც"
- ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიხსნა იმერეთის სასკოლო სპორტული ლიგა მინი ფეხბურთში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მაისისთვის
- "გვსურს, მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, ღირებულებების დაცვა უმნიშვნელოვანესია და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას"
- "ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით იწყებენ"