May 17, 2024

„ვიღაცამ მილი არ შეაერთა სწორად, კარგად არ შეამოწმა, მთავარია, მრიცხველი დატრიალდა და ფულის წერა დაიწყო - ვიღაცისთვის კი სიცოცხლის ბოლო წუთები აითვლა“

ბლოგერი გელა კურტანიძე სოციალურ ქსელში დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და წერს:

 

„წარმოსადგენადაც კი ძნელია, საკუთარ ბინაში, რომელიც ძლივს გეღირსა, ძლივს რემონტი გააკეთე, დაასრულე და გგონია გახვედი ფონს, ზიხარ დაღლილი, იმ სამსახურიდან მოსული, რომლის საშუალებითაც იპოთეკური სესხი აიღე, საკუთარ ოჯახთან ერთად, ცოლს ებუზღუნები და ბავშვებს ეფერები, ამ დროს ბახ და ეს შენი ახლად მოწყობილი თაბაშირმუყაოს ჭერი თავზე გენგრევა...


ახლა უკვე მყისიერად იმაზე უნდა იზრუნო, შენი ოჯახი ფათერაკს გამოარიდო, სხვა ფიქრი არ გაქვს თავში და არც არსებობს ალბათ ეგეთ დროს...


და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც გამოსირებულმა რომელიღაც მილი არ შეაკვეხა იქ, სადაც უნდა შეეკვეხებინა და თან საიმედოდ უნდა შეეკვეხებინა...


აქაც ბიძინაა, ან მიშაა დამნაშავე?
იქნებ ის სრული და უკიდეგანო "პოხუისტობა", რომელმაც მოიცვა ეს ქვეყანა და მისგან საშველი თუ ხსნა თითქოს აღარც არსებობს?!


"პოხუისტობა" ყველგან და ყველაფერში...
ვიღაცამ მილი არ შეაერთა სწორად, ვიღაცამ არ მიაქცია ამას ყურადღება, ვიღაცამ კარგად არ შეამოწმა, ან საერთოდ არ შეამოწმა, მთავარია მრიცხველი დატრიალდა და ფულის წერა დაიწყო: დამკვეთისთვის, ამშენებელისთვის, გამყიდველისთვის, "ყაზგაზტრანსისთვის"...


ვიღაცისთვის კი სიცოცხლის ბოლო წუთების ათვლა დაიწყო...
შედეგად სამი ადამიანისთვის სიცოცხლე დამთავრდა და ამ წუთებში პატარა ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან ექიმები...


კიდევ რამდენ ასეთ მომართულ ნაღმზე ვზივართ ნეტავი?
სრულმა უპასუხისმგებლობამ მოიცვა ეს ქვეყანა...
ყველგან და ყველაფერში...


პოლიტიკოსებს სახელმწიფო და მასზე ზრუნვა მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც უკვე კარგად გამთბარი სავარძლიდან აადღლიზავენ...
მხოლოდ მაშინ იწყებენ იმ პრობლემებზე საუბარს, რომელთა მოსაგვარებლად ციმციმ მივიტანეთ და იმ სავარძელზე დავსვით თუ დავდეთ...
ამათ განსაკუთრებით ვერ ვიტან, თორემ ნაცების იმედი არც არასდროს მქონია, პირიქით, პირველი დღიდანვე ვაფრთხილებდი ახლობლებს...


ყოველმხრივი და უკიდეგანო უპასუხისმგებლობაა ამ ქვეყნის ნამდვილი არაფორმალური მმართველი...
"პოხისტობაა" გამეფებული უბრალო მუშიდან ქვეყნის მმართველ უმაღლეს ეშელონებამდე და თუ არ დავძლიეთ, არაფერი გვეშველება...


მართლა არაფერი გვეშველება, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ...

 

პ.ს. აი, ზუსტად ამ წუთებში გამოაცხადეს, რომ ის პატარა, რომლის სიცოცხლის გადასარჩენადაც ექიმები იბრძოდნენ, გარდაიცვალა.


საერთოდ არ მჩვევია ბილწსიტყვაობა, მაგრამ ახლა, ამ წუთას მაპატიეთ და მოგიტყანთ გამზდელი ყველას, ვისი ოდნავი წვლილი მაინც არის ამ 4 წლის ანგელოზის უდროო და უაზრო დაღუპვაში. რაღა თქმა უნდა, ვწუხვარ და ვიზიარებ ყველა დაღუპულის ახლობელთა მწუხარებას.“ - წერს გელა კურტანიძე.

წაკითხვა 700 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.