„ფორსაჟი-9“-ის ახალი ტრეილერი, რომელშიც საქართველოში გადაღებული არაერთი კადრი ჩანს
ფილმის „ფორსაჟი-9“-ის ახალი ტრეილერი გავრცელდა. ფილმის გადაღებები რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მიმდინარეობდა. ფილმში მოქმედება დედამიწის გარშემო, ლონდონიდან ტოკიომდე, ცენტრალური ამერიკიდან ედინბურგამდე და აზერბაიჯანის საიდუმლო ბუნკერიდან თბილისის სავსე ქუჩებამდე მიმდინარეობს.
საქართველოში „ფორსაჟის-9“-ის ეპიზოდების გადაღებები 2019 წელს 19 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე გაგრძელდა. გადაღებები ძველ თბილისში, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე ქალაქ რუსთავში მიმდინარეობდა. გადაღებები პროექტის, „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.
ფილმის ბიუჯეტმა 200 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.
„ფორსაჟის“ მე-9 ნაწილის პრემიერა 2021 წლის 25 ივნისს გაიმართება.
სიახლეები ნინო
- "ტერორიზმის მიმართ სოლიდარობა არის სრულიად ახალი მწვერვალი, რაც დაიპყრო, როგორც ადგილობრივმა აგენტურამ, ასევე, მათმა პატრონაჟმა ქვეყნის გარეთ"
- "ვანო მერაბიშვილი – 6 წელი და 9 თვე, ზურაბ ადეიშვილი – 6 წელი, დავით კეზერაშვილი – 5 წელი, ბაჩო ახალაია – 9 წელი, მეგის ქარდავა – 9 წელი, ალეკო – 13 წელი!"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 ივლისიდან
