May 17, 2024

"იმ თმახუჭუჭა ანგელოზის წინაშე მთელი ერი დამნაშავეა... "

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ასე ხდება, როცა გარემოს და ერთმანეთს ვაბინძურებთ შურით, ბოღმით, სიძულვილით, აგრესიით, განკითხვით... ასეა, როცა ღმერთსაც ამოფარებულები, ვითომ სიმართლისთვის ვიბრძვით და სინამდვილეში, მხოლოდ საკუთარი გამდიდრება, განდიდება, ჩინ-მედლები და პრივილეგიები გვამოძრავებს...


ეს იმის ბრალია, თავი რომ წმინდანი გვგონია და დანარჩენი სამყარო გახრწნილი და ჭაობში ამოვლებული...


გაქრა გულწრფელი ლოცვა, სინანული, მართლმადიდებლობის დაცვის სახელით ვდევნით, ვკლავთ თაობებს...


იმიტომ ხდება, რომ გარეგნულად აშენებული ტაძრების სიმრავლით ვმედიდურობთ, შინაგან ტაძრებს კი ვანგრევთ და ვანადგურებთ...


ასე მოხდება, რადგან ჭკუას ვერასდროს ვსწავლობთ, არ ვუფიქრდებით იმას, რომ ჩვენ გარშემო არსებული ტრაგედიები, მხოლოდ სულის სიღრმეში გაბატონებული ქაოსის პირდაპირ პროპორციულია...


ეს იმის ბრალია, რომ განსაცდელს მხოლოდ ერთ ოჯახს ავკიდებთ... 


იმ თმახუჭუჭა ანგელოზის წინაშე მთელი ერი დამნაშავეა... 


ერთმანეთისთვის სიკვდილი და გლოვა მოგვაქვს...


სიყვარულის და ნუგეშის ადგილი, აღარ დარჩა ჩვენ გულში...


P.S. ნუთუ არ შეიძლება, ამბიონებიდან მაინც დასრულდეს მასკარადები, სუბიექტური სიმართლის ძიება გვერდზე გადავდოთ და ყველა ქრისტეს მხარეს დადგეს?!"-წერს მამა პეტრე.

წაკითხვა 1049 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 17 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.