May 17, 2024

"მისაღები გამოცდები უნივერსიტეტებში თუ გადავა, სახელმწიფო უმაღლესებში კორუფცია მყისიერად აღდგება"

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"განათლების სისტემა როგორი უნდა იყოს, ამაზე ბევრი დავა შეიძლება, მაგრამ რამდენიმე საკითხი არის უდავო.

 

1. სკოლის ატესტატით თუ მოხდა უნივერსიტეტში ჩარიცხვა, აღდგება კორუფცია სკოლების დონეზე. 


2. ზოგადი უნარების ტესტი თუ გაუქმდა, ბავშვები დაიწყებენ იმ სამი საგნის დაზუთხვას, რაც უნივერსიტეტში მოხვედრას სჭირდება. 


3. სკოლის გამოსაშვები გამოცდები თუ გაუქმდა, იმ საგნებს რაც არ სჭირდებათ ბავშვები აღარ ისწავლიან და მე-10 - მე-12 კლასებში საერთოდ აღარ ივლიან ამ გაკვეთილებზე. 


4. მისაღები გამოცდები უნივერსიტეტებში თუ გადავა, სახელმწიფო უმაღლესებში კორუფცია მყისიერად აღდგება. ბევრ კერძოს მოუწევს იგივეს გაკეთება. 


5. აბიტურიენტს თუ მოთხოვ ან ტექნიკური, ან ჰუმანიტარული მიმართულებით წასვლას და რომელიმე მაკვალიფიცირებელი საგნის არჩევას, მოუკლავ შესაძლებლობას აირჩიოს მაგ. ბიზნესი პირველ არჩევნად და სახელმწიფო მართვა მეორედ. ეს პრინციპულად არასწორია.

სანამ ვიმსჯელებთ, რა გავაკეთოთ, იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რა არ უნდა გავაკეთოთ არავითარ შემთხვევაში!"- წერს სერგი კაპანაძე.

წაკითხვა 1082 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 29 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.