"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თქვენს სახლში“ - სომეხი მოქალაქე აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს მიმართავს (ვიდეო)
ყარაბაღის ფრონტის ხაზზე შეიარაღებული დაპირისპირება 7 ოქტომბერსაც აქტიურად მიმდინარეობს. როგორც აზერბაიჯანული თავდაცვის უწყება აცხადებს, წარმატებით გადაადგილდებიან სამხრეთის მიმართულებით და ჯებრაილის რაიონში ათავისუფლებენ მთელ რიგ სოფლებს.
აზერბაიჯანული სამთავრობო მედია ავრცელებს ვიდეოკადრებს, სადაც ასახულნი არიან აზერბაიჯანელი ჯარისკაცები, რომლებიც გათავისუფლებულ სოფელში ადგილობრივ მოსახლეს, სომეხი ეროვნების ქალს ხვდებიან. სომეხი მოქალაქის თქმით, იგი წარმოშობით სომხეთიდანაა.
შეგახსენებთ, რომ ომი ორ სახელმწიფოს შორის 27 სექტემბერს განახლდა და დღემდე აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს- ორივე მხარე თითქმის ყველა სახის შეიარაღებას იყენებს, რაც მათ ხელშია.
სიახლეები ნინო
- "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება იმას აჩვენებს, რომ ისინი ერთობლივად დგებიან სანქციების წინაშე და გარკვეულწილად, იგერიებენ დასავლეთს"
- "დასავლეთმა სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის ინტერესების იგნორირება გადაწყვიტა" - ვლადიმერ პუტინი
- ,,შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ"