"დიახ, მაინც მსხვერპლია, მაგრამ ივანიშვილის და სანამ ამ სიმართლეს არ იტყვის, ჩალის ფასი ექნება მის სიტყვას"
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ვიცავ და დავიცავ ნებისმიერ ქალს, რაგინდ მიუღებელი არ უნდა იყოს ის ჩემთვის პოლიტიკურად და რაოდენ უღირსად პიროვნულად არ უნდა მოქცეულიყო ის პირადად ჩემს მიმართ, რომელიც იქნება ნებისმიერი ტიპის ძალადობის მსხვერპლი. პირადი ცხოვრებით მანიპულირება კი ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. თავად მან სხვათაშორის ეს სტანდარტი დაარღვია, როდესაც ჩემს შესახებ "გაასაჯაროვა" ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ მიზნად ისახავდა ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ პირდაპირ მინიშნებას და ქალების წინააღმდეგ სტერეოტიპებით გაჟღენთილ საზოგადოებაში ჩემი როგორც ქალის რეპუტაციის შელახვას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტყუილით. დიახ. რადგან 2004 წელს აშშ-ში Smith College-ში ვსწავლობდი და ცოცხლადაც არ მყავდა არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი ნანახი.
ხოლო დღეს, როდესაც Eka Beselia გამუდმებით მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს, რომლის მმართველობის პერიოდში მისი მტკიცებით უკანონო კადრების ჩაწერა მოხდა, მაგრამ ერთხელ არ ახსენებს ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობის დროსაც ეს კადრები გავრცელდა, ის როგორც მინიმუმ არაგულწრფელია. სინამდვილეში კი ივანიშვილის ხსენება ეშინია, მათ შორის შესაძლო სხვა "კომპრომატების" გასაჯაროვების საფრთხის გამო. ის ამით ასევე ცდილობს ივანიშვილის კარზე მიმდინარე შიდა დაპირისპირებაში თავი გადაირჩინოს და პოლიტიკური ფასი გაიზარდოს გავლენების მოსახვეჭად. დიახ. მაინც მსხვერპლია. მაგრამ ივანიშვილის. და სანამ ამ სიმართლეს არ იტყვის, ჩალის ფასი ექნება მის სიტყვას." - წერს თინა ბოკუჩავა.
სიახლეები
- "ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების აქციაზე ყოფნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც"
- ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიხსნა იმერეთის სასკოლო სპორტული ლიგა მინი ფეხბურთში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მაისისთვის
- "გვსურს, მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, ღირებულებების დაცვა უმნიშვნელოვანესია და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას"
- "ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით იწყებენ"