„ნაციონალურმა მოძრაობამ" თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა. თინა ბოკუჩავა საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილთნ ერთად მივიდა.

თინა ბოკუჩავა იმედოვნებს, რომ ამჯერად ინიციატივა 50 დეპუტატის მხარდაჭერას მოიპოვებს.

 

„წინა ჯერზე, როდესაც პარლამენტმა ჩააგდო საგამოძიებო კომისიის საკითხი, საფუძვლად მოიყვანა მთავარი პროკურორის განცხადება, რომ აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდებოდა და დასკვნით განცხადებას გააკეთებდნენ 6 მაისის შემდეგ, ორი თვის ვადაში. მას შემდეგ ხუთ თვეზე მეტი გავიდა, ხედავთ , რომ ეს განცხადება ისეთივე ყალბი იყო, როგორც შალვა თადუმაძის დიპლომი, რადგან ხუთი თვის მერეც არანაირი დასკვნითი განცხადებები არ გაკეთებულა, არ დასრულებულა ეს საქმე. მალხაზ მაჩალიკაშვილს, თემირლანის ოჯახს, საზოგადოებას არ აქვთ კითხვებზე პასუხები, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თავიდან მივმართოთ პარლამენტს მოთხოვნით, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. საჭიროა სულ 50 დეპუტატის ხმა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

 

მისივე თქმით, კონკრეტულ სახელებს ვერ დაასახელებს, ვინ შეიძლება დაუჭიროს მხარი მმართველი პარტიიდან კომისიის შექმნის ინიციატივას, თუმცა შესაძლოა ასეთი დეპუტატებიც გამოიძებნონ.

 

„აქამდე, როდესაც ბიძინა ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდა, სამწუხაროდ, კოლექტიურ და მონურ მორჩილებას ვხედავდით, ძალიან მცირე გამონაკლისებით. გვახსოვს მარიამ ჯაში, რომელმაც ნიკა მელიას დაჭერას არ მისცა ხმა, ასევე, რომან კაკულია, შეიძლება ერთეულები გამოიძებნონ „ოცნებაში“, რომელთაც ესმით, რომ შვილმოკლულ მამას უნდა ჰქონდეს პასუხები",-განაცხადა ბოკუჩავამ.

წაკითხვა 942 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.