"საქართველოს პრეზიდენტს ქართველ ხალხთან რომ ჰქონოდა ურთიერთობა, არასდროს შეეცდებოდა ქრისტიანული ფასეულობების წართმევას" - თინა კანდელაკი
პუტინის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი ტელეგრამზე ახალ პოსტს აქვეყნებს. როგორც კანდელაკი აღნიშნავს, იგი სრულიად იზიარებს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ "საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს".
"დიდი ხნის წინ დავადგინე, რომ არსებობს პრეზიდენტების 3 მთავარი არქეტიპი. არიან ტრიბუნების პრეზიდენტები, რომლებიც უბრალო გარეგნობით გავლენას ახდენენ მასებზე, არიან კლოუნი პრეზიდენტები - ზელენსკი და სააკაშვილი, რომლებიც ქვეყანას სიბნელეში აგდებენ. და ბოლოს, არიან ნიჭიერი პრეზიდენტ-ადმინისტრატორები (და მათი სახელები ყველამ ვიცით).
მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს, მეგობრებო. თუ კონსერვატორი და პატრიოტი ხარ, ეს შესანიშნავია, თუ ლიბერალი და პატრიოტი ხარ, ესეც შესანიშნავია. მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, თუ ხარ სამშობლოს და ხალხის რიგითი მოღალატე.
ამიტომ, როდესაც პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც პრეზიდენტი არ ჰყავს, ის აბსოლუტურად მართალია. ნამდვილი პრეზიდენტი ყოველთვის იბრძვის თავისი ხალხის ინტერესებისთვის. საქართველოს პრეზიდენტს ქართველ ხალხთან რომ ჰქონოდა ურთიერთობა, არასდროს შეეცდებოდა ქრისტიანული ფასეულობების წართმევას და სანაცვლოდ დემოკრატიული ღირებულებების დამახინჯებული იდეის გავრცელებას.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა მთლიანად შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი, სადღაც ვაშინგტონში ტელეფონმა რეკვა დაიწყო. ეს ზურაბიშვილი ცდილობს გაიგოს, რა უნდა გააკეთოს შემდეგ და რატომ არ აძლევენ მეტ ფულს" - წერს კანდელაკი.
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
