"არადროს ინატრო იმ ადამიანების დასჯა, ვინც ტკივილი მოგაყენა... სხვა კუთხითაც შეხედე..."
მამა პეტრე კოლხი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"არადროს ინატრო იმ ადამიანების დასჯა, ვინც ტკივილი მოგაყენა... სხვა კუთხითაც შეხედე, ადრე ბევრად უფრო მიამიტი იყავი, მიმდობი და გამოუცდელი... ტკივილის შემთხვევაში გამოცდილება მეტი მიიღე, ისიც დაინახე, რომ ყველას არ უნდა ენდო და ყველაზე მთავარი, მეტად გაიზარდე და ჩამოყალიბდი... საბოლოოდ მიხვდები, რომ მარტო მისი ბრალი არ იყო, ვინც დაგაზიანა, არამედ შენიც... რადგან სწორედ შენ მიეცი მას შანსი, ასე მოქცეულიყო... უნდა გცოდნოდა ვის უნდა ენდო და ვისთან რა დამიკიდებულება ჩამოგეყალიბებინა... ტკივილს გაუძლებ, გადაიტან, მაგრამ ამ ტკივილის მერეც იგივე სიტუაციაში თუ აღმოჩნდები, სხვისკენ ხელს ნურასდროს გაიშვერ...
ნუ ჩამოთვლი სხვების ნაკლოვანებებს, ვინ რამდენჯერ გიღალატა... ახლოს რომ მოუშვი, იმიტომ დაგემართა.. და საერთოდ, გადამწყვეტ მომენტში, თუ მარტო საკუთარი თავის იმედი არ გაქვს, გახსოვდეს, ყოველთვის გაგიცრუვდება იმედი...
ნურც მარტოობის შეგეშინდება. მარტო ყოფნას სუსტები გაურბიან, მაგრამ ამის დასაძლევად ყალბი ადამიანების კოლექცია არ არის გონივრული ნაბიჯი... თავი არ მოიტყუო და რაოდენიბას ნუ ითვლი, ხარისხი დაითვალე... შენ გვერდით შეიძლება უამრავი ვინმე იყრიდეს თავს, მაგრამ არც ერთი არ იყოს ნამდვილი, სხვასთან კი პირიქით, მარტო ერთი იდგეს და ის სჯობდეს, შენს მრავალრიცხოვან გარემოცვას... ყალბების გვერდით შენი მარტოობა უფრო გაუსაძლისი იქნება... სინამდვილეში ძეგლებივით დგანან და შენ ისევ მარტო გიწევს იმ ტვირთის აწევა, რომლის ტარებაში მათი იმედი გქონდა, ვინც შემთხვევით აღმოგიჩნდა გვერდით... ოღონდ ეს შემთხვევითობაც არ დაეშვა შემთხვევით, არამედ იმისთვის, რომ დაინახო, შენ მოგინდა ასეთი გარემო შეგექმნა საკუთარი თავისთვის!.."- წერს მამა პეტრე.
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /home/firstnew/domains/firstnews.ge/public_html/templates/ot_vozzmag/html/com_k2/templates/blog2/item.php on line 270
Latest from ნინო
- "ტერორიზმის მიმართ სოლიდარობა არის სრულიად ახალი მწვერვალი, რაც დაიპყრო, როგორც ადგილობრივმა აგენტურამ, ასევე, მათმა პატრონაჟმა ქვეყნის გარეთ"
- "ვანო მერაბიშვილი – 6 წელი და 9 თვე, ზურაბ ადეიშვილი – 6 წელი, დავით კეზერაშვილი – 5 წელი, ბაჩო ახალაია – 9 წელი, მეგის ქარდავა – 9 წელი, ალეკო – 13 წელი!"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 ივლისიდან
- როგრი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას ზეიმობს
