5 ყველაზე გავრცელებული, გამაღიზიანებელი ფაქტორი, რომლებიც მაღალი IQ-ს მქონე ადამიანებს აბნევს

მათ, ვინც ბუნებით დაჯილდოვებულია არაჩვეულებრივი გონებრივი შესაძლებლობებით, ცხოვრებაში თითქოს ბევრი უპირატესობა აქვთ მათთან შედარებით, ვისაც ამ თვალსაზრისით არც ისე გაუმართლა.


თუმცა, ფსიქოლოგებმა და ფსიქოთერაპევტებმა კარგად იციან, რომ ძალიან მაღალი IQ-ს მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ პიროვნული თვისებები, რაც ართულებს საქმეს ინტელექტუალურად ნაკლებად ნიჭიერი ადამიანებისთვის. აი, რაზეა საუბარი...

1. თავაზიანი ლაპარაკი (small talk)
მსუბუქი, შემთხვევითი საუბრები „ამინდზე“ აუცილებლად იწყება, როდესაც, მაგალითად, დილით ყავის აპარატთან ხვდებით კოლეგებს, ყიდულობთ რაიმეს ნაცნობი გამყიდველისგან. უმრავლესობისთვის ასეთი საუბრები, უბრალოდ ზრდილობის, პატივისცემის გამოხატულებაა, სრულიად ბუნებრივად და შეუმჩნევლად ხდება და ასეთი კომუნიკაცია გვიხარია კიდეც.

მაგრამ ძალიან მაღალი IQ-ის მქონე ადამიანებისთვის ასეთი საუბრის პერსპექტივა შეიძლება შემაძრწუნებელი იყოს და წვრილმანებზე საუბარიც კი შეიძლება იყოს მათთვის აუტანელი.

ეს იმის გამო ხდება, რომ ასეთი ადამიანები, როგორც წესი, მიისწრაფიან საუბრებისთვის, რათა გაააქტიურონ საკუთარი ინტელექტი და აიძულონ, იფიქრონ. გონებრივი აქტივობა, ახალი იდეები, რომლებიც წარმოიქმნება კომუნიკაციის დროს, იწვევს ტვინში „სიამოვნების ჰორმონის" - დოფამინის გამოყოფას. თავაზიანობის გამო ცარიელი, ზედაპირული ლაპარაკი მსგავსს არაფერს აკეთებს, რის გამოც ინტელექტუალს მოწყენილობის, სიცარიელის, დაღლილობისა და ფსიქიკურად გამოფიტვის გრძნობას უტოვებს.

2. მოდის მიმდევრობა
თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინება, მოდის უახლესი ტენდენციების გაცნობიერება, იმის ცოდნა, თუ რა აცვიათ, რაზე საუბრობენ - ეს ყველაფერი შეიძლება სრულიად ბუნებრივი იყოს ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, მაგრამ არა სუპერინტელექტუალებისთვის. მათთვის ზედმეტად წვრილმანი საქმეა, ზედმეტად ტრივიალური ამოცანაა, რომელიც პრიორიტეტს ნამდვილად არ წარმოადგენს. უაღრესად ინტელექტუალურ ადამიანებს უბრალოდ არ აქვთ სტიმული, დახარჯონ თავიანთი გონებრივი ენერგია ასეთ წვრილმანებზე.

3. მეგობრობა და პირადი ცხოვრება

მეგობრობისა და რომანტიული ურთიერთობების შენარჩუნება ასევე შეიძლება იყოს დიდი გამოწვევა მაღალი ინტელექტუალური ადამიანებისთვის. იმის ნაცვლად, რომ დაეყრდნონ თავიანთ გრძნობებსა და ემოციებს, მისცენ ბუნებრივად განვითარების შესაძლებლობა, ცდილობენ ინტელექტის ჩართვას სხვა ადამიანებთან კავშირის დამყარების პროცესში და ეს მხოლოდ ართულებს ყველაფერს. გარდა ამისა, სუპერინტელექტუალები ხშირად განიცდიან კონფიდენციალურობისა და პირადი სივრცის მოთხოვნილებას, რაც ასევე არ არის კარგი ურთიერთობებისთვის. კიდევ ერთი რამ, რაც ართულებს რომანტიკულ პარტნიორთან ნდობისა და ინტიმური ურთიერთობის განვითარებას, არის ფიზიკური შეხებისადმი გაზრდილი მგრძნობელობა, რომელსაც მაღალი IQ-ის მქონე ზოგიერთი ადამიანი განიცდის.

4. ემოციებზე კონტროლი
უაღრესად ინტელექტუალურ ადამიანებს, როგორც წესი, აქვთ ანალიტიკური, ლოგიკური გონება, მაგრამ ამავდროულად ისინი არც თუ ისე კარგად ახერხებენ ემოციების მართვას - ისინი შეიძლება იყვნენ გაღიზიანებულები, მოუთმენლები და მიდრეკილნი სიბრაზის გამოვლინებისაკენ. ეს შეიძლება გამწვავდეს მაღალი ხმების, კაშკაშა განათების და სხვა მსგავსი სტიმულის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით, რომელიც ვლინდება ზოგიერთ ადამიანში ძალიან მაღალი IQ-ით.

5. ძილი
ზედმეტად განვითარებული, აქტიური ინტელექტის გვერდითი ეფექტი არის უძილობა. მათ ტვინს უბრალოდ უჭირს გამორთვა. ძილის დროს ასეთი ადამიანები აგრძელებენ რაღაცაზე ფიქრს, გონებაში ამუშავებენ დღის რომელიმე პრობლემას და საუბრებს. ისინი, როგორც წესი, ფიქრობენ თავიანთ წარუმატებელ ურთიერთობაზე სხვა ადამიანებთან და დიდი ხნის განმავლობაში, მათ შეუძლიათ ძილის დროს გაუთავებლად გაიმეორონ უსიამოვნო სიტუაციები თავიანთ გონებაში, აინტერესებთ, რატომ მოხდა რაღაც არასწორად და როგორ უნდა ეპასუხათ ან ემოქმედათ.

 

წყარო

წაკითხვა 75 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.