რატომ აქვს ზებრას ზოლები?! - მეცნიერების ახალი დასკვნა
ზებრას შავ-თეთრი ზოლები დიდი ხნის განმავლობაში მტაცებლებისგან თავდაცვის საშუალებად მიიჩნეოდა, რადგან ისინი ჯოგებად გადაადგილდებიან და მსგავსი შეფერილობა თავდამსხმელს თავგზას უბნევდა.
თუმცა, ახალი დაკვირვებით, ზებრას შეფერილობა შესაძლოა მწერებისგან თავდასაცავ საშუალებად მივიჩნიოთ.
მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი. მათ ცხენებს ზებრის მოხატულობის მსგავსი პალტოები ჩააცვეს, რათა დაეფიქსირებინათ, შეცვლიდა თუ არა ეს შეფერილობა მათთან მწერების დამოკიდებულებას. მოგვიანებით ზებრებიცა და ცხენებიც შავი პალტოებით შემოსეს.
როგორც მკვლევარებმა დაადგინეს, შორიდან ბუზებს ერთნაირად იზიდავდა ცხენებიცა და ზებრებიც, მიუხედავად იმისა, თუ რა კოსტიუმი ეცვათ მათ. თუმცა, როდესაც ბუზები ზოლიან პალტოს მიუახლოვდნენ, დაიბნენ, პალტოს უმისამართოდ შეეჯახნენ ან გეზი სხვა მიმართულებით აიღეს.
ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ზოლიანი შეფერილობის შემთხვევაში ნაკლები ნაკბენი აქვთ როგორც ზებრებს, ისე - ცხენებს.
სიახლეები
- პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავა
- 19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- “საქართველოში ცვლილებების ორი სცენარი არსებობს: არჩევნები და საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე მიაღწევ” - სალომე ზურაბიშვილი
- “ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიბაძოს აშშ-ს და უარი თქვას რადიკალიზმის წაყრუებაზე, წაქეზებაზე და დაფინანსებაზე” - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 სექტემბრისთვის