"ბატონების" რიტუალების რიტუალები - ნახეთ, რა მიემატა არამატერიალური ძეგლების სიას
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ აზნაურაშვილმა 2022 წლის მიწურულს გამოსცა ბრძანება, რომლითაც გაიზარდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სია.
აზნაურაშვილის 2022 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემდეგ ობიექტებს:
„ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“;
„გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“;
„რთვლის ტრადიცია საქართველოში“;
„მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“;
„მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“;
„ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წეს-ჩვეულებები საქართველოში“.
ამავე ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციამ ერთი თვის ვადაში აღნიშნული ობიექტების მონაცემების საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები უნდა განახორციელოს. სამინისტროს, რომელიც დამოუკიდებლად თითქმის ორი წელია ფუნქციონირებს, ვებ-საიტი ამ დრომდე არ აქვს და საკომუნიკაციო არხად საზოგადოებასთან ფეისბუკის გვერდს იყენებს.
სააგენტოს ვებ-საიტის მიხედვით, ამ დრომდე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში 60-ზე მეტი ტრადიცია, გამოცდილება და სანახაობა.
სიახლეები
- ქუთაისში, სკვერში ცხედარი იპოვეს
- “ახლაც აშშ-ში აწარმოებენ შეხვედრებს იმისთვის, რომ რაღაც მცირედი მაინც დაუშავონ ამ ქვეყანას” - წილოსანი “ნაცმოძრაობაზე”
- “მოლოდინები მაქვს, რომ ბევრ ადამიანს შეცდომაში შეიყვანენ და არჩევნებში არ მიაღებინებენ მონაწილეობას” - ხვიჩია ოპოზიციაზე
- კამჩატკის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავეს