Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in /home/firstnew/domains/firstnews.ge/public_html/modules/mod_omgmenu/helper.php on line 75
"მოსახლეობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს - „ქართული ოცნება” დამარცხდება"

"მოსახლეობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს - „ქართული ოცნება” დამარცხდება"

„პრემიერ-მინისტრი, ერთი მხრივ, ამბობს, რომ არ გადაიდება არჩევნები. მეორე მხრივ, ქმნის მორიგ პანიკას, რომ იქნება ინფიცირების მზარდი რაოდენობა. ადამიანები ამ განცხადებამ, შესაძლოა, დააფრთხოს და არ მივიდნენ არჩევნებზე”, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ პრემიერ-მინისტრის განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.

 

მისი თქმით, 31 ოქტომბერს არჩევნებზე ადამიანების მაქსიმალური მონაწილეობა არის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი და შესაძლებლობა გამოვიყვანოთ ქვეყანა ჩიხიდან, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა. 15 დღეში ქვეყანამ უნდა გააკეთოს არჩევანი, რომელიც დინამიური ცვლილებების შესაძლებლობას მოგვცემს.

 

„ჩვენი პოზიცია არის ნათელი - მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი უუნარობა და არაპროფესიონალიზმი პანდემიასთან გამკლავების პროცესში, როდესაც სრულიად არაადეკვატურად, კოვიდის 15-20 შემთხვევის დროს, შემოიღო დრაკონული ზომები და უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჩვენს ეკონომიკას. ახლა, როდესაც გვაქვს 900 შემთხვევა, ნებისმიერი შეზღუდვა იქნება ეკონომიკის სრული კრახი. ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ არ გადაიდება არჩევნები. მეორე მხრივ, ამბობს, რომ იქნება ინფიცირების მზარდი რაოდენობა. ადამიანები ამ განცხადებამ შესაძლოა დააფრთხოს და ისინი არ მივიდნენ არჩევნებზე. ახლა მთავარია, ჩვენს მოსახლეობას ვუთხრათ, რომ ყველანი უნდა მოვიდეთ 31 ოქტომბერს არჩევნებზე. აუცილებელია, ყველა რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში დაინფიცირების რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. მთავარია გვესმოდეს, რომ თუ ვინმეს არ აწყობს მოსახლეობის მისვლა არჩევნებზე ეს არის „ქართული ოცნება“, მისი სპიკერები და ლიდერები. ნათელია, რომ მოსახლეობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს - „ქართული ოცნება” დამარცხდება. მთავარი არის ის, რომ არ დაშინდეს მოსახლეობა პრემიერ-მინისტრის იმ ტიპის განცხადებებით, რომ იქნება მზარდი შემთხვევები და ამ დროს ჩვენ არ გადავდებთ არჩევნებს. ჩვენ ამას მაქსიმალურად უნდა დავუპირისპიროთ სიფრთხილე. დავიცვათ ყველა ის აუცილებელი ზომა, რომელსაც ჩვენ მედიკოსები გვეუბნებიან იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს ადამიანების უსაფრთხოება.

 

31 ოქტომბერს ყველანი უნდა გამოვცხადდეთ არჩევნებზე, რომ ჩვენ დავიწყოთ იმ ვარდნის შეჩერება, რომელშიც შეგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.


Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /home/firstnew/domains/firstnews.ge/public_html/templates/ot_vozzmag/html/com_k2/templates/blog2/item.php on line 270
წაკითხვა 1095 ჯერ
[tabs max_width="" class="tab_style1 noborder"]
[tab title="მედია"]
[module class="" type="mod" params="166" modstyle="" /]
[/tab]
[tab title="საზოგადოება"]
[module class="" type="mod" params="116" modstyle="" /]
[/tab]
[tab title="ჯანდაცვა"]
[module class="" type="mod" params="117" modstyle="" /]
[/tab]
[tab title="კულტურა"]
[module class="" type="mod" params="167" modstyle="" /]
[/tab]
[/tabs]
[columns]
[column xs="12" xs_offset="0" sm="7" sm_offset="0" md="7" md_offset="0" lg="7" lg_offset="0" class=""]
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

[lists type="caret-right" class="padd0 ot-color"]
[list_item]კონტაქტი[/list_item]
[list_item]რეკლამა ჩვენთან[/list_item]
[/lists]
[/column]
[column xs="12" xs_offset="0" sm="5" sm_offset="0" md="5" md_offset="0" lg="5" lg_offset="0" class=""]
[/column]
[/columns]

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.