კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნარნიაში: ერის ტბასთან სახლები გაიყინა (ვიდეო)
ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარეობს ერის ტბა, რომელიც დიდი ტბების სისტემაში შედის. ტბის ჩრდილოეთი ნაწილი კანადას, ხოლო სამხრეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკუთვნის. მის მახლობლად კი სახლები ყინულის ძეგლებად გადაიქცა. ცივმა ქარმა და ყინვამ სახლების ყველა ნაწილი სქელი ყინულით დაფარა. 27 თებერვალს დაწყებული ქარი, რომელიც 48 საათის განმავლობაში გაგრძელდა, 97 კმ/სთ სიჩარით უბერავდა ჰუვერის სანაპიროს სამეზობლოს.
დროის ამ მონაკვეთში ტბის ზედაპირი ყინულის უხვი მასით იფარება, თუმცა ყინულის ფენები, რომელიც სახლებს აქვს მოდებული 1 მეტრის სისქსისაა.
სიახლეები ნინო
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
- ვრცელდება პაპუნა ლოცულაშვილის განცხადება, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა
- "დავბრუნდი 17 წლის მერე და ისევ ემიგრანტი გავხდი, ამჯერად საკუთარ ქვეყანაში“ – ელზა ჯაბიძე
