ბირთვული „ტრიადა“ არის რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტი, აუცილებელია მისი გაუმჯობესების გაგრძელება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ გავაგრძელებთ საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას და ბირთვული ტრიადის საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესებას. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, სტრატეგიული პარიტეტის და მსოფლიოში ძალთა ბალანსის შენარჩუნების მთავარი გარანტია“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, მიმდინარე წელს სტრატეგიულ ბირთვულ ძალებში თანამედროვე იარაღის დონემ უკვე 91 პროცენტს გადააჭარბა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ვაშინგტონში გაემგზავრა.
დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის, დახმარების სახით, არანაკლებ 132 მილიონ 25 ათასი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მინსკში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კიევში, სოფიას მოედანზე ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი გაიმართა. როგორც უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, ნაძვის ხეს სიმბოლურად „უძლეველობის ხე“ უწოდეს.