კიევში, სოფიას მოედანზე ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი გაიმართა
კიევში, სოფიას მოედანზე ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი გაიმართა. როგორც უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, ნაძვის ხეს სიმბოლურად „უძლეველობის ხე“ უწოდეს.
12 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე უკრაინის დროშის ფერებშია განათებული.
„სიმბოლურად ჩვენს საშობაო ხეს უძლეველობის ხე ვუწოდეთ, რადგან გვინდა, ვაჩვენოთ, რომ უკრაინელებს ვერ გატეხენ ჩვენ წინაშე არსებული დიდი გამოწვევების მიუხედავად. ამ დილით კამიკაძე დრონებით იერიში განხორციელდა რუსეთის მხრიდან, რომელსაც სურს, გაყინოს უკრაინელები, დატოვოს ისინი გათბობის, წყლის, ელექტროენერგიის გარეშე. ამის მიუხედავად, ჩვენ ვიბრძვით და მარტივად ვერ გაგვტეხენ“, – განაცხადა კლიჩკომ.
კიევის მერის განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ, რომ რუსეთმა ბავშვებს ახალი წელი და შობა მოჰპაროს.
„ბევრი განხილვა იყო იმასთან დაკავშირებით, დაგვედგა თუ არა ნაძვის ხე, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ დავუშვებთ, ჩვენს შვილებს წაართვან ისეთი ლამაზი დღესასწაული, როგორიც წმინდა ნიკოლოზის დღეა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ახალი წელი და შობა მოგვპარონ“, – განაცხადა უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
