ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში აცხადებენ, რომ ქალაქ უხანზე მკაცრი კარანტინი 8 აპრილიდან მოიხსნება.
იაპონიის უძველეს ქალაქ ნარაში, ქუჩებში ადამიანების ნაცვლად ცხოველები გამოჩდნენ,- ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ წერს.
გარდაცვალების შემთხვევები, რის შესახებაც გვესმის, მხოლოდ რიცხვები არაა, ისინი ადამიანები არიან, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს საკუთარ ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ კორონავირუსის გავრცელების პირობებში.
ისრაელში COVID-19-ით პირველი პაციენტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 88 წლის მამაკაცი პარასაკევს ღამით იერუსალიმის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაიღუპა.
საავადმყოფოს მედპერსონალის განმარტებით, პაციენტს რამდენიმე თანმხლები დაავადება აღენიშნებოდა.
ბოლო მონაცემებით, ისრაელში ახალი კორონავირუსის 705 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 9 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 18-ის - საშუალო, დანარჩენებს კი ვირუსის სუსტი სიმპტომები აღენიშნებათ. ქვეყანაში COVID-19-გან 15 ადამიანი განიკურნა.
„მიმდინარეობს რუსული მედიის და სახელისუფლებო მედიასაშუალებების მნიშვნელოვანი დეზინფორმაციული კამპანია COVID 19-თან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია ევროკავშირის დოკუმენტში, რომელიც Reuters-მა მოიპოვა.