May 18, 2024

"აზერბაიჯანი ყოველთვის მომხრე იყო, საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაცია დაჩქარებულიყო"

აზერბაიჯანი ყოველთვის იყო აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის მომხრე,

- ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ლეილა აბდულაევამ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან შექმნილი სიტუაციის კომენტირებისას განაცხადა.

 

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, აზერბაიჯანი მზად არის აღნიშნული საკითხი უახლოეს დროში დასრულდეს.

 

„აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის გასწვრივ სამონასტრო კომპლექსის უამრავი ისტორიული, არქიტექტურული და რელიგიური ობიექტია განლაგებული. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ორმხრივი ფორმატების ფარგლებში წყდება, საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული პროცედურების საფუძველზე. აზერბაიჯანი ყოველთვის იყო იმის მომხრე, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია დაჩქარებულად განხორციელებულიყო. აზერბაიჯანი მზად არის უახლოეს დროში დაასრულოს ეს პროცესი“, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

წაკითხვა 799 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.