May 18, 2024

რისთვის ემზადება კრემლი აფხაზეთში

"ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მორიგი წვრთნებით კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ მათ ერთიანი სახელწიფო შექმნეს და ამ წვრთნებს ერთიანად ატარებენ.

გვიჩვებენ, თუ როგორი იმედი აქვთ აფხაზებს რუსი ჯარისკაცების, რომ იქ წარმმართველი ძალა რუსის ჩექმაა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას აფახაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნების დაწყებას, სადაც 3 000 ჯარისკაცი და 400-მდე სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. კიკნაძის განცხადებით, ეს რუსეთის მხრიდან ძალის დემონსტრირებაა და მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ეს სწავლება შეშფოთების საფუძველს არ იძლევა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რისთვის ემზადება კრემლი აფხაზეთში / “სარაკეტო და საავიაციო ძალების გარდა რუსეთს აფხაზეთში ყველა სახეობის შეიარაღება აქვს”

"იქ აფხაზები რუსების გარეშე წვრთნას, რომ ვერ ჩაატარებენ, ეს ყველასთვის გასაგებია. აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული რუსი სამხედროები რუსეთის შეიარაღებული ძალების საკმაოდ სერიოზულ კონტიგენტს წარმოადგენს. წვრთნა ყველა სახეობის ჯარს სჭირდება. „ამასთანავე, რუსები ამ წვრთნებით ცდილობენ დაგვანახონ თუ რა ძლიერები არიან, თუმცა, მათაც მშვენივრად იციან, რომ ჩვენ აფახაზეთის დაბრუნებას ძალისმიერი მეთოდით არ ვაპირებთ," - აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მანევრებში რუსი და აფხაზი სამხედროები მონაწილეობენ. წვრთნებში ასევე ჩართულია ფლოტი და ავიაცია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ წვრთნებში ჩართული სამხედროები ორ ნაწილად არიან გაყოფილი და ერთმანეთს დაუპირისპირდებიან“, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"კიკნაძე ოკუპირებულ აფხაზეთში განლაგებულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე საუბრობს; მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთს ყოველნაირი აღჭურვილობა გააჩნია: „ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ინფასტრუქტურა, გარდა თანამედროვე სარაკეტო და საავიაციო ძალებისა, რუსების მხრიდან გარკვეული რაოდენობით ყველანაირია წარმოდგენილი," - დასძინა მან. რამდენად რეალურია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსების მიერ დაწყებული სამხედრო სწავლება, ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხს დავუკავშიროთ?“, - განაგრძობს გამოცემა.

 

"კიკნაძის აზრით, კრემლისთვის ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი საკმაოდ გამაღიზიანებელია, თუმცა, მისი თქმით, ეს სამხედრო სწავლება პირდაპირ კავშირში არ არის ანაკლიის პორტის მშენებლობასთან. „ანაკლიის პორტის მშენებლობა, რომ კრემლს ძვალივით აქვს გაჩხერილი, შეფასებისას ყველა დონეზე ვხვდებით, მაგრამ ამ წვრთნებს ანაკლიის პორტის მშენებლობასთან არ აქვს არავითარი პირდაპირი კავშირი, რადგან ეს წვრთნები პერმანენტულად თითქმის ყოველ წელს ტარდება ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე," - განაცხადა ლევან კიკნაძემ. ცნობისათვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 23 აპრილს დაწყებული სამხედრო წვრთნები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება“, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 794 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.