რაში სჭირდებათ თურქებსა და აზერბაიჯანელებს მართლმადიდებლური ტაძრები
პუბლიკაცია ეხება საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის სადაო მონაკვეთს - იმ ადგილს, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს.
მასში გადმოცემულია მოკლე ისტორია - თუ როგორ დაარსდა მონასტერი, ვინ დაარსა, რას საქმიანობდნენ ბერები და რატომ აქვს პრეტენზია ქრისტიანულ ძეგლზეაზერბაიჯანს (ავტორი - ამირან გრიგოროვი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„ცამეტი ასირიელი მამიდან ერთ-ერთი - დავითი - უძველესი ქართლის ტერიტორიაზე დაფუძნდა. გავიდა საუკუნეები... ის ადგილი, სადაც დღეს დავით გარეჯია, ადრე ტყეებით იყო დაფარული, მაგრამ მოგვიანებით კლიმატი შეიცვალა, ტერიტორია ჯერ სტეპად, შემდეგ კი ნახევარუდაბნოდ იქცა. მალე აქ შუა აზიიდან მოსული მომთაბარე თურქული ტომები გამოჩნდნენ, რომლებიც მუსლინაურ რელიგიას აღიარებდნენ. მონასტერი რამდენჯერმე იყო მიტოვებული, თუმცა მაინც აღორძინდა, განსაკუთრებით თამარ მეფის მმართველობის დროს.
როცა სოვეტიზაციის პერიოდში რესპუბლიკებს შორის საზღვრები დადგინდა, ისინი, მართალია, ილუზორული იყო, მაგრამ მაინც ჰქონდათ გარკვეული ადმინისტრაციული სტატუსი. [რუკის მიხედვით დელიმიტირებულმა] საზღვარმა პირდაპირ დავით გარეჯის ტერიტორიაზე გაიარა, [მაგრამ მისი დემარკაცია არ მომხდარა] - იმ დროს ხომ საბჭოელებს მონასტრის ბედი სულაც არ ადარდებდათ. შესაბამისად, დღემდე საზღვარი დაუზუსტებელი და გაურკვეველია. ამჟამად სამონასტრო კომპლექსის ნახევარზე პრეტენზიას აზერბაიჯანი აცხადებს. მაინც რატომ უნდათ მუჰამედის რელიგიის მიმდევრებს მართლმადიდებლური სავანე? ეს საინტერესო კითხვაა: აზერბაიჯანელები დავით გარეჯში ლოცვას ნამდვილად არ დაიწყებენ... უბრალოდ, უნდა ვთქვათ, რომ აზერბაიჯანში არსებობს თეორია, რომლის მიხედვით, ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე ქართული და სომხური ძეგლები „ალბანურია“, ანუ მიეკუთვნებიან „ალბანთა სამეფოს“ - აწ უკვე გამქრალ ადრეფეოდალურ ქრისტიანულ სახელმწიფოს, დაღესტნელი მთიელების უძველეს წინაპრებს. თუმცა, ბაქოში მიღებული დღევანდელი მითოლოგიისთანახმად, კავკასიელი ალბანელები „თურქ-აზერბაიჯანელთა წინაპრები არიან“.
თვით ალბანთა სამეფოსაგან ამჟამად მხოლოდ რამდენიმე ნანგრევიღაა შემორჩენილი - აზერბაიჯანის ჩრდილოეთ ნაწილში, რუსეთის (დაღესტნის) საზღვართან, მაგრამ ყველა დანარჩენი ძეგლი მოგვიანებით სომხებისა და ქართველების წინაპრებმა ააშენეს. უფრო მეტად კი სომხების მიერ. აზერბაიჯანელებმა „ალბანურ ძეგლების“ სიაში მე-19 საუკუნეში აგებული რუსული ეკლესიებიც კი შეიტანეს. აზერბაიჯანელები ასევე „ალბანურად“ თვლიან მთიან ყარაბაღში არსებულ სომხურ ტაძრებს და რა გასაკვირია, რომ დავით გარეჯზე აქვთ პრეტენზია - სამონასტრო კომპლექსის ნახევარზე,რომელიც „ალბანურად“ შერაცხეს. არადა, იქ ყველგან ქართული წარწერებია. ქართველები, რასაკვირველია, ამ ყველაფერს ხედავენ და ესმით - ისინი ხომ ქრისტიანები არიან. მათ მონასტერი სალოცავად ჭირდებათ. მოკლედ, მეზობლები ვერ რიგდებიან.
დავით გარეჯთან დაკავშირებით აზერბაიჯანელებს მხარი თურქი ძმები ამოუდგნენ, რომლებიც, სხვათა შორის, ასევე ვანდალები არიან.
საქმე იმაშია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ქარტული არქიტექტურის რამდენიმე ძეგლი არსებობს, მათ შორის - დოლისყანის ეკლესია, მეათე საუკუნის კარგად შემონახული ძეგლი, რომელიც ტაოს მმართველმა აშოტ დიდმა ააგო. ანუ ასი წლით ადრე, სანამ წინა აზიაში თურქები გამოჩნდებოდნენ. ჰოდა, ამას წინათ შემთხვევით გახდა ცნობილი, რომ ტაძარში, რომელიც 500 წელია არ მოქმედებს, თურქებს საზოგადოებრივი ტუალეტის მოწყობა განუზრახავთ (რა თქმა უნდა, თურქული წესით, უნიტაზის გარეშე). ქართველებში ამ ფაქტმა აღშფოთება გამოიწვია...
ისე, უცნაურია - თბილისის ყველა წინა მთავრობა რუსეთს წყევლა-კრულვას უთვლიდა და სომხეთთან საკმაოდ ცივად მეზობლობდა, სხვების დასანახავად მხურვალედ ეხვეოდა მუსლიმან მეზობლებს და მათი სიამოვნებისათვის ყველაფერს აკეთებდა... ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ თურქებმა ყურანში ცვლილება შეიტანეს - ჩამატებით „გიყვარდეს მეზობელი შენი“.
მოამზადა სიმონ კილაძემ
«Еркрамас» (რუსეთი), 15 მაისი, 2019 წელი
http://www.yerkramas.org/article/153594/zachem-turkam-i-azerbajdzhancam-pravoslavnye-xramy
სიახლეები
- "აუცილებელია, გამოვტაცოთ ხელიდან საარჩევნო კომისია და არავითარ შემთხვევაში, არანაირი სახეცვლილი ფორმით არ დავუშვათ „რუსული კანონის“ მიღება, რომელიც ფაქტობრივად არჩევნებსაც აუქმებს"
- "გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი უკვე რვაჯერ მოგვანიჭა"
- "ვაფრთხილებ რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეულ წევრს, ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს"
- "ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის, მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად"
- "გუშინდელი აქცია იყო უფრო ხალხმრავალი, ვიდრე „მაიდნებზე“ უკრაინაში, „ეროვნული მოძრაობის“ გარიჟრაჟზე 9 აპრილს და „ვარდების რევოლუციის“ დროსაც კი"