"როცა ქვეყანა ნატოს წევრი ხდება, მისი ეკონომიკა იზრდება“ - როუზ გეტემიულერი ალიანსში საქართველოს მიღების შესახებ
„კომერსანტი" (რუსეთი), 21 ოქტომბერი, 2019 წელი
როცა ქვეყანა ნატოს წევრი ხდება, მისი ეკონომიკა იზრდება“
ნატოს გენმდივნის ყოფილი მოადგილე როუზ გეტემიულერი ალიანსში საქართველოს მიღების შესახებ
-------------
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გეტემიულერმა, ბრიუსელში სამი წლის მუშაობის შემდეგ, თანამდებობა დატოვა. პოსტიდან წასვლის წინ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალჩინოსანს ინტერვიუ ჩამოართვა რუსული გაზეთის «КоммерсантЪ»-ის კორესპონდენტმა ელენა ჩერნენკომ. საუბარი შეეხო ნატო-რუსეთის ურთიერთობას, ნატოს გაფართოებას, საქართველოსა და უკრაინის პერსპექტივას ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- თქვენ ამას წინათ საქართველოში იყავით და იქაურ ხელმძღვანელებს განუცხადეთ, რომ მათი ქვეყანა ნატოში გაწევრიანდება. დროის როგორი ჩარჩოები გაქვთ მხედველობაში?
- შეგახსენებთ, რომ ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული განცხადების თანახმად, საქართველო და უკრაინა, რომლებმაც ნატოში გაწევრიანების სურვილი გამოხატეს, შეუძლიათ მიზანი შეისრულონ.. მაგრამ იმავდროულად ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ ორივე ქვეყანამ რეფორმების გზით უნდა იარონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რეფორმები ეხება არა მხოლოდ სამხედრო და ძალოვან სტრუქტურებს, არამედ საერთოდ, შიდაპოლიტიკურ სფეროს. პარალელურად, ჩვენ ვაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას.
რაც შეეხება დედლაინს (გაწევრიანების ვადას), ჩვენ ამას არ ვაცხადებთ ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ახალი წევრების მიღებას ეხება - იმდენად, რამდენადაც ეს პროცესი ყოველთვის დაკავშირებულია ნატოს ყველა წევრთან შეთანხმების პროცედურასთან.
- თქვენ, ალბათ, იცით ნატოს ყოფილი გენერალური მდივინის ანდრეს ფოგ რასმუსენის გახმაურებული წინადადება, რომლის მიხედვით, საქართველომ უნდა იფიქროს ალიანსში გაწევრიანებაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშეო. ნატო მზადაა დათანხმდეს [ხელი მოაწეროს] ასეთ წინადადებას?
- ნატოს ჩარჩოებში ასეთი შეთავაზება განხილული არ ყოფილა, მაგრამ მე მინდა ხაზი გავუსვა ერთ მომენტს და მსურს, რომ რუსმა მკითხველმა გაითვალისწინოს: როცა ქვეყანა ნატოში წევრიანდება, მასში სიტუაცია უფრო სტაბილური ხდება, მისი მდგომარეობა მტკიცდება, ეკონომიკა იზრდება. ჩვენ ამას ჩერნოგორიის მაგალითზე ვხედავთ, რომელიც დიდი ხანი არაა, რაც ნატოს წევრი გახდა. მას შემდეგ, რაც ბალკანეთის ეს სახელმწიფო ალიანსში გაწევრიანდა, მისი ეკონომიკის ზრდა დაჩქარდა.
კარგად ვიცი, რომ რუსეთში ნატოს საფრთხედ თვლიან, მაგრამ ეს არასწორი წარმოდგენებია. დარწმუნებულნი ვართ, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ალიანსში მიღება სასარგებლოა მისივე უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ეკონომიკისათვის, რაც მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილიზების განმტკიცებასაც ნიშნავს.
----------
წყარო: https://www.kommersant.ru/doc/4132838
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი