"ვინ უფრო ნათელ მხარეს დგას - გიორგი ვაშაძე თუ სააკაშვილი"- არჩილ თალაკვაძე
ვინ უფრო ნათელ მხარეს დგას - ვაშაძე თუ სააკაშვილი, ამის შეფასება საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს არ გაუჭირდებათ, რადგან პოლიტიკური სივრცე დღეს გახსნილია.
ალბათ, მიხეილ სააკაშვილს სწორედ ეს აღიზიანებს, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილის განცხადება, სადაც მან გიორგი ვაშაძეს „ბნელ მხარეს" გადასული პოლიტიკოსი უწოდა.
მისივე თქმით, აშკარაა, მიხეილ სააკაშვილს კვლავ აქვს განცდა, რომ ის არის პოლიტიკური მონოპოლისტი.
„რეალურად, მისი მონოპოლია 2012 წელს დაიშალა და მისი პოლიტიკური კომპანია არის პოლიტიკური კრახის წინაშე.
საპარლამენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ საზოგადოებას საქართველოში ახალი პოლიტიკური კლასი და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტიები სურს, ისეთი, როგორიც არის „ქართული ოცნება". ჩვენი მიზანია, რომ უფრო მონაწილეობითი პარლამენტი გვქონდეს, ასევე უფრო დაბალანსებული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა გვქონდეს. შემიძლია ის ნაბიჯები გითხრათ, რომელიც სააკაშვილისგან განსხვავებით, როცა ის იყო ხელისუფლებაში, ჩვენ გადავდგით. შევცვალეთ - პარტიების დაფინანსების სისტემა, მედია საშუალებებს შეზღუდვები მოვუხსენით, რომელთა რაოდენობა ოთხიდან ოცამდე გაიზარდა ეროვნული მაუწყებელობის თვალსაზრისით. ასევე შევცვალეთ საქართველოს კონსტიტუცია, შემოვიღეთ არსებითად პროპორციული სისტემა და სრულად პროპორციული სისტემა 2024 წლისთვის. აგრეთვე, შევცვალეთ, „საარჩევნო კოდექსი". ეს არის რეალური ნაბიჯები დემოკრატიის გასაძლიერებლად. რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებს, ეს არის უკვე წარსული და გასაკვირი არ არის, რომ ეს ოპოზიციურ პარტიებს შორის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს",- განაცხადა თალაკვაძემ.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
