"ალბათ ახლა წამოვა ჩემზე კრიტიკის ქარცეცხლი, გამიხსენებენ ყველაფერს" - ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი პოლიტიკაში მიდის. ჟურნალისტი და ტელეწამყვანი კენჭს მაჟორიტარად "ძალა ერთობაშია“-ს სახელით სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში იყრის.
პოლიტიკაში წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილბაზე ჟორჟოლინმა საკუთარ გადაცემაში ისაუბრა და განაცხადა:
"ფაქტიურად, 2 საათის წინ მივიღე მე თვითონ გადაწყვეტილება, რომ მეთქვა თანხმობა ვიყარო კენჭი მაჟორიტარი დეპუტატისთვის, ვიყარო კენჭი თქვენი გულის მოგებაზე, თქვენი ნდობის მოპოვებაზე, არ ვიცი რა გითხრათ, მე ეს შემოთავაზება პირველად არ მიმიღია, ყოველთვის უარს ვამობობდი იმიტომ, რომ ზოგადად არმინდა, რომ ქართული პოლიტიკის ნაწილი ვიყო, დიდად არ ვიყავი იმ ყველაფრით აღფრთოვანებული, რასაც ტელეეკრანებზე ვხედავ, მეც თქვენსავით რ მომოწონს რაღაცები და თქვენსავით მომწონს ვიღაცები...
პირველ რიგში გადაწყვეტილების მიღების მთავარი საფუძველი იყო ის, რომ კარაგად დამარწმუნეს იმაში, რომ ომია და არასოდეს ცხვორების არცერთ ეტაპზე ომში წასვლაზე უარი არ მითქვამს, მე ვფიქრობ, რომ 2003 წელსაც ომი იყო, ბრძოლის ხაზი ხო ყოველთვის სხავდასახვაგვარია, პირდაპირ გაგებით არ უნდა წარმოვიდგინოთ, მე ვფიქრობ, რომ ახლაც მთავარი ხაზი გადის ამ არჩევნებზე და ამაში კარგად დამარწმუნეს და რაღაცნაირად ვიფიქრე, რომ თუ მთავარი ბრძოლოს ხაზი მართლა ახლა გადის და ეს მართლა ასეა და ათუ შემიძლია ოპოზიციას მოვუტანო და კონკრეტულად იმ ძალას, რომელმაც მე წარმადგინა მოვუტანო გამარჯვება და რაღაც ერთი აგური შემიძლია დავდო, ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა ჩემთვის ძალიან კარგი გამოწვევა, ძალიან კარგი შანსი.
არ ვაპირებ, რომ რაღაცნაირად თავ მოგაბეზროთ ციფრებზე ლაპრაკით, მოკლედ არ ვაპირებ, რომ პოოლიტიკოსი გავხდე, მე ვაპირებ, რომ ჩამოვიდე თქვენთან ყველა სოფელში. დღეში 7-8 სოფელი უნდა ვნახო იმისთვის, რომ ყველა სოფელში ჩავიდე და მოვასწრო. ეს ყველაფერი ძალიან მარტივია ჩემთვის, ყველასთან მივალ ადამიანებთან, რომელებსაც გიყვარვართ, არ გიყვარვართ, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა.
ერთადერთ რამეს დაგპირდებით, ყოველთვის მოვისმენ თქვენს პრობლემებს და ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენი პრობლემები შევცვალო, არასოდეს ჩემთვის სტატისტიკა არ იქნებით არასოდეს კვადრატული მეტრობით არ დაგთვლით, არასოდეს ჩემთვის ციფრი არ იქნებით, ჩემთვის იქნებით ადამინები, თქვენი სახელებით თქვენი ისტორიებით, თქვენი ამბებით. გულწრფელ პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად გულთან მივიტან თქვენს პრობლემებს, არასოდეს ტყუილს არ გეტყვით, არასოდეს არ დაგპირდებით იმას, რასაც ვერ გავაკეთებ. ალბათ ახლა წამოვა ჩემზე კრიტიკის ქარცეცხლი, ალბათა თავს დამესხმებიან, ალბათ გამიხსენებენ ყველაფერს, მათ შორის იმას, რაც წყალტუპბოში დამიშავებია. მე ასეთი გამოწვევების არ მეშიანია, რაღაცანაირად ახლა ჩემმა ცხოვრებამ სხვა ხალისი შეიძინა," - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლინმა.
სიახლეები
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო
- "ღმერთში გამდიდრება“ ნიშნავს, ჩვენში გაიხსნას ყოველივე საუკეთესო, რაც უფალმა მოგვცა"- მეუფე შიო
- "უკრაინულმა ჯარებმა ცოტა ხნის წინ ნოვოპავლოვკის მიმართულებით, კერძოდ, დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ფილიის ჩრდილოეთით ტერიტორიები დაიკავეს" - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი
- "ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს, უკრაინის დაზვერვის მასალებით, საქართველოში არსებობს რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები"
- ცნობილია, წითელი ცეცხლოვანი ცხენის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები – ასტროლოგები ასახელებენ
