რას გულისხმობს შენგენის ზონაში შესვლა-გასვლის კონტროლი, რომელიც 2022 წლიდან ამოქმედდება

“2022 წლიდან, ტერორისტული თავდასხმების გახშირების გათვალსწინებით, შენგენის ზონაში სასაზღვრო კონტროლი ამოქმედდება. დადგენილება გავრცელდება იმ ქვეყნებზე, რომლებიც ამ ზონაში უვვიზო მიმოსვლით სარგებლობენ. რას გულისხმობს ეს ცვლილება კონკრეტულად საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც ევროპაში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ?”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას გულისხმობს შენგენის ზონაში შესვლა-გასვლის კონტროლი, რომელიც 2022 წლიდან ამოქმედდება.

“ჩვენ უნდა ავამოქმედოთ შენგენის ზონაში შესვლისა და გასვლის ახალი სისტემა, რომელიც ძალაში 2022 წელს შევა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვინ შემოდის და ვინ ტოვებს შენგენის ზონას. ასევე გვჭირდება ეს ინფორმაცია იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებთანაც ჩვენ უვიზო რეჟიმის შეთანხმება გვაქვს”, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. როგორც ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, მისი აზრით, შენგენის ზონაში შესვლა- გასვლის ახალი სისტემა სიტუაციას შეამსუბუქებს და საზღვრიდან უკან დაბრუნებულების რაოდენობა შემცირდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“თუ მერკელი “ეპიასის” პროგრამის ამუშავებას გულისხმობს, ეს ისედაც დაგეგმილია და რეალურად იმას შეუწყობს, ხელს, რომ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც უვიზო მიმოსვლით სარგებლობს, შეუძლია ევროკავშირის ქვეყანაში წავიდეს, იგი წინასწარ შეიტანს მონაცემებს და თავიდან იქნება არიდებული ის, რომ საზღვრიდან მისი უკან გამობრუნება არ მოხდეს, თუ ეს იგულისხმება, ეს პროგრამა 2021 წლის ბოლოდან უნდა ამოქმედდეს. იმის გათვალისწინებით, რომ შენგენის ზონაში გარე საფრთხეების გარდა შიდა საფრთხეებიცაა, მერკელი არა მხოლოდ გარედან მომავალ საფრთხეებზე, არამედ შიდა საფრთხეებისგან თავის არიდების რეფორმებსაც გულისხმობს, თუმცა, უფრო კონკრეტულად ამ კუთხით რა იგეგმება, ეს არ ვიცი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვანო ჩხიკვაძე.

 

“როცა კოვიდპანდემია დასრულდება, ამ შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის ქვეყნები რა თქმა უნდა იმ მდგომარეობას შეინარჩუნებენ და მიმოსვლა სტანდარტულად აღდგება. უბრალოდ მოქალაქეებს, რომლებიც გამგზავრებას დააპირებენ, ონლაინ ფორმატში ყველა მონაცემების წინასწარ შევსება მოუწევთ და შედეგ მიიღებს დასტურს იმაზე, რომ მათ შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა. წესით ამან გარკვეულწილად სიტუაცია უნდა შეამსუბუქოს და ასევე საზღვრიდან უკან მობრუნებულების რაოდენობა ისეთი მაღალი არ უნდა იყოს, როგორც მაგალითად საქართველოს შემთხვევაში აქამდე იყო”, - დასძენს ჩხიკვაძე.

წაკითხვა 593 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.